x
ქალთა როლი მშვიდობისმყოფელობაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა)
ქალები და ქალთა ჯგუფები ზოგჯერ თანამშორმლობენ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან სამშვიდობი ინიციატივებში ქალების ჩასართავად. ისინი ორგანიზებას უწევდნენ ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამებს თანამემამულე ქალებისთვის (და კაცებისთვისაც), მობილიზაციას უკეთებდნენ ქალებს, რათა მონაწილეობა მიეღოთ საკონსტიტუციო რეფერენდუმში და არჩევნებში, ისინი კონგოელი ქალების ორგანიზებას და გაერთანებას ახდენდნენ ისეთ ალიანსებში, როგორიცაა UNIFEM, WOPPA (ქალები, როგორც მშვიდობის პარტნიორები აფრიკაში). ასევე ორგანიზებას უწევდნენ სემინარებს და შეხვედრებს ქალთა მშვიდობის დამყარების საქმეში.

ქალთა ორგანიზაციები სთავაზობდნენ ამომრჩევლის და სამოქალაქო განათლების ურთიერთობის პროგრამებს ეროვნულ, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებებთან თანამშრომლობით, დადიოდნენ ადილობრივ მოსახლეობაში, კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რათა მოეხდინათ ქალების გააქტიურება და მობილიზება არჩევნებში წასასვლელად და ხმის მისაცემად. ამ აქტივობებმა აამაღლა ქალთა ინფორმირებულობა არჩევნებში ქალთა უფლებების შესახებ. დაახლოებით 50 500 ქალამდე მიაღწია ამ ორგანიზციებმა და პროგრამამ, შედეგად ბევრი ქალი გავიდა ხმის მისაცემად, სხვები დამკვირვებლებად მუშაობდნენ, არჩევნების პროცესში უზრუნველყოფდნენ მონიტორინგს, უსაფრთხოებას და მშვიდობის დაცვას.

არჩევნებამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი კონგოელი ქალები მოემზადნენ, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და მათი მშვიდობისმყოფელობაში მონაწილეობის სტრატეგიები. მათი ერთობლივი ძალისხმევით სან სითიში, სამხრეთ აფრიკაში, გაიმართა მოლაპარაკება კონსტიტუციაში იმ მუხლის შეტანის თაობაზე, რომელიც ქალებს საშუალებას მისცემდა მთავრობაში 30%-იანი წილით წარმოდგენილიყვნენ. კონსტიტუციის 51-ე მუხლის მიხედვით – “კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვალდებულია უზრუნველყოს ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ აქტივობებში და მათი წარმომადგენლობითობა ლოკალურ, რეგინალურ და ეროვნულ ინსტიტუტებში”. შესაბამისად, არჩევნების დროს რეგისტრირებულ ქალ კანდიდატთა, როგორც საპარლამენტო ისე საპრეზიდენტო არჩევნებში, გაიზარდა. თუმცა, არჩევნების შემდეგ, მხოლოდ 49 ქალი იყო არსებული 500 დეპუტატიდან, რაც სულ რაღაც 8, 4%-ს შეადგენს, მაგრამ რეგიონალურ წარმომადგენლობაში მათ 60 ადგილი მოიპოვეს.

საჯარო სამსახურებსა და პოლიტიკურ პარტიებში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობისათვის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ჩამოაყალიბა ეროვნული გენდერული პოლიტიკა. მოცემული პოლიტიკა უზრუნველყოფს ქალთა ჩართულობას სტრატეგიებისა და სხვა რიგი პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში, ასევე საჯარო ადმინისტრაციაში, მმართველობით და საარჩევნო პროცესებში. აღნიშნული პოლიტიკა ებრძვის ქალთა დისკრიმინაციას დასაქმების მიმართულებით. თუმცა, მიუხედავად ასეთი კარგი ინიციატივებისა, ქალთა წარმომადგენლობითობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კვლავ ძალიან დაბალია. მაგალითად, 108 სენატორიდან მხოლოდ ექვსია ქალი, 45 მინისტრიდან 5 ქალია, ეროვნულ თვითმმართველობით ორგანოს 690 წევრიდან მხოლოდ 56 ქალია და არცერთი გუბერნატორი არ არის ქალი. დასაქმების კუთხითაც მსგავსი სიტუაციაა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა 16, 2%-ია ქალი, კერძო სექტორში – 21, 4%. ქალთა დასაქმებისა და წარმომადგენლობითობის ძირითადი ბარიერებია: განათლების დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებლობები, დაბალი თვითშეფასების შეგრძნება და, რა თქმა უნდა, სექსისტური შეხედულებები, რაც გამოწვეულია ტრადიციებიდან და წეს-ჩვეულებებიდან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მყარად არის დამკვირდებული.


ბევრმა ორგანიზაციამ, დამოუკიდებლად თუ მთავრობასთან თანამშრომლობით, შექმნა პროგრამები ქალთა გაძლიერებისათვის. მათ შორის არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: REFAMP
(Network of African Women Ministers and Members of Parliament (აფრიკელ ქალ მინისტრთა და პარლამენტის წევრების ქსელი), CMHD (International Centre for Migration, Health and Development (მიგრაციის, ჯანმრთელობისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი), წითელი ჯვარი. მათი ერთობლივი ქმედებები შეიცავს სხვადსხვა კამპანიებს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი წილით წარმომადგენლობითობის უზრუნვეყოფისათვის, ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, გენდერული და სექსუალური ძალადობის შემცირებისათვის, ტრენინგებს გენდერული ცოდნის ამაღლებისათვის. სხვა აქტივობები მხარს უჭერს ომსგადარჩენილ ქალებს, უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებისათვის საჭირო რესურსებისა და საშუალებების მოძიებას, ასევე მოიცავს მამაკაცთა ტრენინგებს, რათა შემცირდეს მათი მხრიდან ქალებსა და ბავშვებზე ძალადობა.

აქამდე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ბევრმა სხვა აფრიკულმა ქვეყანამ შეიძლება ისწავლოს, თუ როგორ განავითაროს ქალების მიმართ სხვადასხვა პროგრამები. ესენია, მაგალითად, ქალთა მობილიზაცია პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო განათლების გავრცელება ეროვნულ დონეზე, განსაკუთრებით, ქალებისათვის, ქალი კანდიდატების მომზადება არჩევნებისათვის, ქალთა შესაძლებლობების გასაძლიერებელი პროგრამების შემუშავება, მოსახლეობის სტერეოტიპული დამოკიდებულებების შემცირება. სხვა პროგრამები მოიცავს ქალთა ჩართულობას ფორმალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და გენდერული და სექსუალური ძალადობის მსხვერპლების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.
სახელმწიფო მშენებლობასა და ეროვნულ რეკონსტრუქციაში ქალთა როლის ზრდა შეიძლება სამ საფეხურად განხორციელდეს:

• პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და რესურსების განაწილებაში მათი მნიშვნელოვანი ჩართულობა

• თანაბრად ისარგებლონ საჯარო და კერძო სექტორის რესურსებითა და მომსახურებით

• გენდერული თანასწორობის შექმნა მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის

კონფლიქტების შედეგად ქალებიცა და მამაკაცებიც თანაბრად ზარალდებიან, მაგრამ ქალები და ბავშვები უფრო მეტად განიცდიან ზარალს, როგორც ეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზეც ჩანს. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სახელმწიფოს მშენებლობასა და მდგრადი მშვიდობის შექმნაში. პოსტკონფლიქტურ რეაბილიტაციაში პროგრამა უნდა მიემართოს გენდერულ ურთიერთობებს, სიღარიბეს, დაუცველობასა და პერიოდულ კონფლიქტებს. ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოს ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკის განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაში და უნდა იყოს გარანტია პოლიტიკური და ქონებრივი უფლებების, დასაქმებისა და თავისუფლებისა. ქალებსა და ღარიბ მამაკაცებს, ისევე როგორც სხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, უფლება აქვთ თანაბრად ისარგებლონ ეროვნული მთავრობის მიერ შეთავაზებული რესურსებითა და მომსახურებით. ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია გენდერული განათლება ან გენდერი და განვითარება. გენდერი და განვითარება (GAD) მიუთითებს ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ არათანაბარ ძალაუფლებაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკით სარგებლობის მხრივ, კრედიტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, DDR (დემილიტარიზაცია, დემობილიზაცია და რეინტეგრაცია), დემოგრაფიაზე, ჯანმრთელობაზე, შესაძლებლობების/უნარების განვითარებაზე, დასაქმების შექმნასა და კონფლიქტის შედეგად დაზიანებული/დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.
მდგრადი მშვიდობა მიიღწევა გენდერული თანასწორობით, დავების მშვიდობიანად გადაწყვეტითა და მიუკერძოებლობით, სამართლიანობით.

აქედან გამომდინარე ნათელია, თუ რატომ უნდა იყოს ჩართული ქალი მშვიდობისმყოფელობაში, თუნდაც ისიც საკმარისია, რომ ქალის ფსიქიკა მშვიდობისკენაა მიმართული და საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად არიან მომავალს მშვიდობა დაუტოვონ.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0