x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სააკაშვილის გამოსვლის დროს გენერალურ ასამბლეაზე, რუსებმა დარბაზი დატოვეს.

image გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა "რუსოფობიური უაზრობა"იყო. ჩურკინის აზრით საქართველოს პრეზიდენტის ფსიქიური მდგომარეობა პროფესიულ შეფასებას მოითხოვს.
თავისი გამოსვლის დროს სააკაშვილმა გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა "პოსტსაბჭოთა" სივრცეში.
–ამჯერად სააკაშვილის გამოსვლა იყო არა პოლიტიკური გამოსვლა, არამედ აზრების "კორიანტელის ფრქვევა", რომელიც ატარებდა არა მარტო ანტირუსულ, არამედ "რუსოფობიურ და ანტიმართლმადიდებლურ" ხასიათს, –განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში–ვიტალი ჩურკინმა. ქართველი ხალხის გასახარად (დავიჯერო ამ ვირთხას ქართველები ადარდებს?), სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა პრეზიდენტის რანგში იწურება, ხოლო ამ კაცის ფსიქიკა მოითხოვს სპეციალისტების ჩართვას–განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
სააკაშვილის სხდომაზე გამოსვლის დროს პროტესტის ნიშნად რუსულმა დელეგაციამ დატოვა გაეროს გენერალური ასსამბლეის სხდომათა დარბაზი.
როგორც რუსეთის დელეგაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, ასეთი გზით გამოხატეს პროტესტი რუსმა დიპლომატებმა სააკაშვილის გამოსვლის საწინააღმდეგოდ.
როგორც ცნობილია საქართელოს პრეზიდენტი პოსტს დატოვებს წელს ოქტომბრის თვეში. პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა იყო დასამშვიდობებელი გამოსვლა გენერალურ ასსამბლეაზე.

3
91
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
2013, 26 სექტემბერი, 11:42
:)
:)))))))
2013, 26 სექტემბერი, 11:41
ჩემი ჩანართია ვაი-დიპლომატ ჩურკინზე.
2013, 26 სექტემბერი, 11:34
ინფორმაცია საინტერესოა
(დავიჯერო ამ ვირთხას ქართველები ადარდებს?),
ეს შენეული ჩანართია თუ რუსი ჩინოვნკის?
0 1 3