x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ნატო"-ს გენერალური მდივანი: საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ალიანსის სრულფასოვანი წევრი

image "ნატო"-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა განაცხადა: "რუსეთი მიუხედავად ალიანსის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადებისა, რომ ალიანსი რუსეთს არ განიხილავს მტრად, რუსეთი მაინც აგრძელებს აგრესიული განცხადებების გაკეთებას ალიანსის წევრი და წევრობის კანდიდატი მეზობლების მიმართ".
საუბარია ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე, უკრაინაზე და საქართველოზე.
ალიანსის გენერალული მდივნის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მეზობელ სახელმწიფოებზე რუსული აგრესია არაა გამორიცხული, რასაც გახშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ოლქებში მიმდინარე სამხედრო წვრთვნებიც ცხადყოფს.
"ჩვენ არ დავუშვებთ რუსეთის აგრესიას ამ ქვეყნების მიმართ, ჩვენ არ ვცნობთ სეპარატისტულ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმება ჯარების გაყვანის თაობაზე".
საგულისხმოა, რომ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან - ჯონ ბოლტონთან შეხვედრის დასრულებისთანავე.
რუსების სიხარული იმის გამო, რომ ალიანსი არ შეცვლიდა თავის წესდებას და საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გამო ვერ შევიდოდა ალიანსის რიგებში, ნაადრევი გამოდგა. იმედია, მალე დაიწყება "ნატო" - საქართველოს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მალე შევაღოთ ალიანსის კარები.
თავის მხრივ ალიანსის გენერალურმა მდივანმა თავის განცხადებას დაამატა: "ჩვენ გადავდივართ ჩვენს მოკავშირეებთან ბევრად უფრო ახლო ურთიერთობაზე, ჩვენ მოკავშირეებს მივაწვდით თავდაცვისათვის აუცილებელ შეიარაღებას"!!!

1
146
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
2018, 16 სექტემბერი, 23:57
143 გაზიარება და 113 ნახვა, იმ გამზიარებელმა არ ნახა ეს სტატია!?
მდაა...
0 1 1