x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
9 წლის წინ მოკლეს რუსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი - შეხედეთ ამ სახეებს, ჭკუანაკლული მკვლელები იკითხება მათი სახეებიდან

image
რუსეთის დიქტატორის წინააღმდეგ ვინც კი ხმამაღალი განცხადება გააკეთა რუსეთში ან მის სერიოზულ კონკურენტად იქნა აღქმული, ყველა გაანადგურეს.
ზოგი ავიაკატასტროფაში (პრეზიდენტობის კანდიდატი, გენერალი ლებედი) დაიღუპა, ზოგს საკუთარმა ცოლმა ესროლა და მოკლა (გენერალი ლევ როხლინი), ზოგიც "ნოვიჩოკით" მოწამლეს, ზოგიერთები კი რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით მოიშორეს თავიდან.

27 თებერვალს ზუსტად 9 წელი გავიდა იმ საბედისწერო დღიდან, როცა მოკლულ იქნა რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ბორის ნემცოვი. პოლიტიკოსი 23 საათსა და 31 წუთზე მოკლულ იქნა რამდენიმე გასროლით მოსკვორეცკოს ხიდზე.

ყოფილი ვიცე-პრემიერი ხიდზე გადადიოდა როცა მას ცეცხლი გაუხსნეს, ოპოზიციის ლიდერს 4 ტყვია თავში მოხვდა, 2 ტყვია კი ღვიძლსა და კუჭში. ნემცოვი ადგილზევე დაიღუპა.


მკვლელობის შემსრულებლები, ეროვნებით ჩეჩნები რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს, მკვლელობის შემკვეთი დღემდე არაა დადგენილი.


მკვლელებიდან ერთერთი დადაევი იმდენად ბრიყვი და უწიგნური აღმოჩნდა, რუსულად წაკითხული განაჩენი ვერ გაიგო და მის გვერდით მყოფ თანამზრახველებს ეკითხებოდა, თუ რაზე საუბრობდა მოსამართლე.

შეხედეთ ამ სახეებს, მათი ფიზიონომიიდან პირდაპირ იკითხება კუნთმაგარი მკვლელები, რომელთა გონებრივი განვითარება ჯერ კიდევ ვერ გასცდა გამოქვაბულის ადამიანის განვითარებას.

imageimageimage



0
909
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
909