x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლიტიკოსების პოლიტიკური "თამაშები" რუსეთის დასასუსტებლად უკრაინელი ერის ხარჯზე
image
უკრაინაში, რომ ჯოჯოხეთი ტრიალებს ამის შემსწრე და მონაწილე თავად ვარ, ჯოჯოხეთის გარდა ვერაფერს დაარქმევ საღი აზროვნების ადამიანი რაც მე ვნახე ირპენში, ხარკოვში, სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში.



მიწასთან გასწორებული ქალაქები, დაღუპული და დასახიჩრებული მოქალაქეები, სამხედროები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, აფეთქებული ეკლესიები, სამედიცინო დაწესებულებები.


რუსულმა აგრესიამ რომელიც კიევში ხელისუფლების შეცვლას ერთ კვირაში გეგმავდა ფორსირებული შეტევებით მიწიდან, ჰაერიდან და ზღვიდან ვერ გატეხა უკრაინელების წინააღმდეგობა. კიევიდან რამდენიმე კილომეტრში მდგარ რუსულ დანაყოფებს კოლოსალური მსხვერპლით მოუწია უკან ფართო ფრონტით უკანდახევამ, მაგრამ უზარმაზარია უკრაინის დანაკარგებიც, ისე არაა მთლად, როგორც თუნდაც ქართული მედია აშუქებს თითქოს მხოლოდ რუსულ ტექნიკას და ცოცხალ ძალას ანადგურებდეს ბომბი, რაკეტა, ჭურვი თუ ნაღმი.


ძალიან დიდია უკრაინელების დანაკარგიც, განსაკუთრებით კოლოსალური დანაკარგები ბახმუტის დაცვისას განიცადა უკრაინულმა შენაერთებმა.




ომია და ომში დანაკარგები ყოველთვისაა, მასშტაბებშია სხვაობა და მე ამ მასშტაბებიდან გამომდინარე მინდა მოგაწოდოთ ჩემი მოსაზრება რუსეთ-უკრაინის ომზე.


ეს ომი არაფერში ჭირდებოდა უკრაინას, მით უფრო მაშინ როცა უკრაინული შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად ჩამოყალიბების პროცესში იყო და უკრაინული, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ფეხზე წამოდგომას ცდილობდა.
რუსეთის დასუსტების მცდელობა ბევრჯერ იყო სხვადასხვა ხერხით, მაგრამ ქვეყანა რომელიც ტერიტორიით და რესურსებით უმდიდრესია მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მას კორუფცია და კორუმპირებული ჩინოვნიკები "ხრავენ" ოლიგარქებთან ერთად, ასე სწრაფად ვერ დასუსტდებოდა.


რუსეთის მიერ ევროპის ერთერთ უდიდეს სახელმწიფოზე თავდასხმამ მავანთ მისცა საშუალება უკრაინა გამოეყენებინა რუსეთის დასასუსტებლად და მისი, როგორც ძლიერი ქვეყნის მსოფლიო პოლიტიკური "თამაშებიდან" გასაყვანად.
ეს როგორ, უკრაინას ხომ ეხმარება დასავლეთიო?-იკითხავს მკითხველი.


კი ბატონო ეხმარებიან, მაგრამ ავადმყოფს დროულად თუ არ გაუწიე დახმარება მისი მდგომარეობა დამძიმდება. დასავლეთმა დიდხანს იჭოჭმანა მიეცა თუ არა უკრაინისათვის შეიარაღება, "ულუფებად" მიწოდებული ტექნიკით და საბრძოლო მასალით დროულად ვერ მოხერხდა რუსული დანაყოფების განადგურება, რამაც რუსული აგრესიის მოცულობა და მოქმედების არეალი გაზარდა.



სანქციები მხოლოდ ნაწილობრივ მოქმედებს, რადგან ევროპის კურორტებზე თუ თურქეთის კურორტებზე ბლომადაა რუსი დამსვენებელი, მათი საბანკო ანგარიშები, რომ იბლოკებოდეს მათ დისკომფორტი შეექმნებოდათ და შესაბამისად ხმასაც ამოიღებდნენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.


უკრაინის გავლით დღსაც გაედინება რუსული აირი და ნავთობი, უკრაინა არ კეტავს მაგისტრალებს, რადგან ეს რომ გააკეთოს სამხედრო დახმარებას ევროპიდან ეგრევე შეუწყვეტენ, მიღებული ფული კი ისევ რუსული არმიის გაძლიერებას ხმარდება, გასაკვირია ხომ ასეა?



პოლონეთიც კი, რომელიც პირველივე დღიდან აწვდის შეიარაღებას უკრაინას, ხორბლის იმპორტს უკრაინიდან ეწინააღმდეგება, რის გამოც სანქციებით ემუქრებიან მოკავშირეები.


ამერიკული მსუბუქი გამანადგურებლები ჯერ კიდევ მაისში უნდა გადაეცათ უკრაინისათვის, რაც ძალიან დიდი შვება იქნებოდა უკრაინისათვის, 50 მფრინავი ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში მოამზადეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დასავლეთი მზად არ იყო უკრაინისათვის გამანადგურებლები მიეწოდებინა, რადგან ვიღაცის ინტერესებში არაა უკრაინის სწრაფი გამარჯვება, სწორედ ამ საბაბით არ აძლევენ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს, რაც საშუალებას მისცემდა უკრაინელებს რუსეთის სიღრმეშივე გაენადგურებინა რუსული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.


დააკვირდით თუ როგორ იცვლება დასავლეთელი სამხედრო ექსპერტების და ანალიტიკოსების მიერ დასახელებული ომის დამთავრების სავარაუდო ვადები.
უკრაინას ალიანსის მაღალჩინოსანმა შეთავაზებაც გაუკეთა: ალიანსში მიღება გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, რასაც უკრაინელების ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა და ალიანსის ხელმძღვანელს თავის მართლებამ მოუწია, "ეს არაა ალიანსის მოსაზრება, ეს ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის პირადი აზრი გახლდათო".

ასე, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ ეს ომი გაგრძელდება კიდევ საკმაოდ დიდხანს, რაც მართალია რუსეთის სამხედრო სიძლიერეს და ეკონომიკას ძალიან მწარედ დაარტყამს, მაგრამ არც უკრაინა აღმოჩნდება კარგ დღეში, რადგან იღუპებიან სამხედროები, სამოქალაქო მოსახლეობა და ინგრევა ქალაქები.


2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთს რაიმე საბრძოლო ღირებულების არაფერი მოუცია ჩვენთვის, "ჯაველინების" მცირე რაოდენობას თუ არ გავითვალისწინებთ.


არც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, არც ავიაცია, არც ჯავშანტექნიკა ჩვენთვის არ გადმოუციათ, არა და სტრატეგიულ პარტნიორებს გვეძახიან.


ალიანსი ჩვენთვის უსაფრთხოების ქოლგაა, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მეორე ათწლეულია და წინსვლა არა გვაქვს ალიანსში მიღების მხრივ.

0
98
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98