x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფინეთმა რუსეთის ფედერაციასთან ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დახურა ერთის გარდა
image
უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ფინეთის ხელისუფლება სერიოზულად დააფიქრა, რადგან დიდი იყო საფრთხე რუსეთის მხრიდან აგრესიისა. შესაბამისად ფინეთმა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციის ახალ "რელსზე გადაყვანა".


ფინეთმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა "ნატოს" ალიანსში გაწევრიანებაზე, რაც ფინეთის უსაფრთხოებას გაზრდიდა.



2023 წლის 4 აპრილს, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ფინეთის დროშის აღმართვის ცერემონია და ფინეთი 12 ქვეყნის მიერ დაარსებული ორგანიზაციის, ოცდამეთერთმეტე წევრი გახდა. ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნინისტომ ხაზი გაუსვა, რომ “სამხედრო მიუმხრობლობის ერა დასრულდა, დაიწყო ახალი ერა“.



ზოგადად ფინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფცია დაფუძნებულია ძლიერ ეკონომიკაზე, კარგად განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე და რაც მთავარია კარგად გაწვრთვნილ და შეიარაღებულ ჯარზე.



ფინეთი საარტილერიო სისტემების რაოდენობით წამყვან პოზიციაზეა ევროპაში, მძიმე კლიმატურ პირობებში გაწვრთვნილი ფინური არმია ბრძოლისუნარიან ძალადაა საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების შეფასებით.


რეგულარული ჯარის პარალელურად, ფინეთს ჰყავს კარგად გაწვრთვნილი რეზერვი, რომელიც ტერიტორიულ ერთეულებადაა დაყოფილი, მაგრამ საჭიროებისას დაექვემდებარება გენერალურ შტაბს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რუსეთიდა ფინეთს სამანქანო კოლონები მიაწყდა, რამაც ფინეთში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაზარდა, რამაც ფინეთის ხელისუფლება აიძულა შემოეღო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეების ფინეთის ტერიტორიაზე დარჩენის ვადებზე.

რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით დეპორტაცია მოხდა წელს სექტემბრის თვეში. თავისუფალი ჩეჩნეთის რესპუბლიკა "იჩქერიის" მომხრე ჩეჩენი დევნილების დიდი რაოდენობაა ფინეთში, სწორედ ჩეჩნებსა და რუსებს შორის ხშირმა კონფლიქტებმა აიძულა ფინეთის ხელისუფლება რუსების დიდი ნაწილი გაეძევებინა ფინეთიდან.

ფინეთმა "ნატოს" ალიანსში გაწევრიანების შემდეგ რადიკალურ ზომებს მიმართავს რუსეთთან მიმართებაში, მიუერთდა სანქციებს, ჩაკეტა საზღვრები. ამჟამად კი ფინეთმა ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა ერთის გარდა, სადაც უმკაცრესი კონტროლია დაწესებული.


ხოლო რუსეთთან სასაზღვრო ზოლზე ხდება სასაზღვრო ზოლის აღჭურვა მექანიკური და ელექტრონული საშუალებებით.

0
165
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165