x
image
ხიზანიშვილი
არასასურველი ურთიერთობები
image

- უხერხულია ადამიანს პირდაპირ უთხრა: "მაპატიე, მაგრამ თქვენთან საუბრის არც სურვილი და არც დრო არ მაქვს". მაგრამ ყოველთვის შეიძლება მიზეზების მოძებნა, რომლებიც ტელეფონზე უსაგნო საუბარს და დაუპატიჟებელი სტუმრის ყავით გამასპინძლებას აგარიდებთ.

- თავს ცუდად გრძნობთ, აბეზარი მეზობელი კი ამაზე არაფრით რეაგირებს? ფანტაზიას მოუხმეთ. რაიმე უფრო ეგზოტიკური მოიფიქრეთ. უთხარით, რომ ახლახანს ზოომაღაზიაში ნაყიდი წითელი მადაგასკარული ტარაკანი ქილიდან ამოძვრა და მთელ ოთახში დარბის. ნახავთ თქვენს მეზობელს უმალ უამრავი გადაუდებელი საქმე გამოუჩნდება.

- უფრო ახლობელ ადამიანთან, მაგალითად, სკოლის მეგობართან საქმე გაცილებით რთულადაა. გამორიცხული არ არის, რომ მის აბეზრობას საფუძვლად უდევს მარტოობა, ურთიერთობების უკმარისობა, სულიერი გასართობის მოძებნის უუნარობა. თქვენმა ნაცნობმა საყვარელ მეგობრად ჩაგთვალათ და თქვენგან ყურადღებას, ზრუნვას ითხოვს.


- დაფიქრდით, შეეცადეთ გაიგოთ, რამ შეიძლება მისი ყურადღება მიიპყროს და გაიტაცოს. ვთქვათ, ქუჩაში "ჯიბის" პაწია ძაღლს სიყვარულით უცქერის. ლეკვი აჩუქეთ და მთელ ყურადღებას თავის საყვარელ აღსაზრდელზე გადაიტანს. იქნებ, ბავშვობიდან ურიგოდ ხატავს? სამხატვრო სკოლის მისამართი უშოვეთ. იქ მეგობრებს შეიძენს.

- ზოგჯერ ურთიერთობის ასეთი წყურვილი პირადი ცხოვრების მოუწყობლობითაა გამოწვეული. წაიყვანეთ კომპანიაში, სადაც ახალგაზრდა დასაოჯახებელი ადამიანები იკრიბებიან. ან კიდევ, გაცნობის საიტზე თვალის გადავლება ურჩიეთ. როგორც კი მუდმივი პარტნიორი გამოუჩნდება, ისე ხშირად აღარ დაგირეკავთ.

- წუწუნა ადამიანები, რომლებიც მუდმივად თანაგრძნობას ითხოვენ, კარგი მანიპულატორები არიან. მჩივანა ნაცნობის მორიგი აღსარების შემდეგ თავს არაქათგამოცლილად გრძნობთ? თავი დაიცავით. მკაცრი, მაგრამ მოქმედი საშუალება გამოიყენეთ. ამ ადამიანის იგნორირება მოახდინეთ. შეხვედრისას მიესალმეთ და ნაბიჯის შეუნელებლად გვერდით ჩაუარეთ. ყურმილს ნუ აიღებთ, როდესაც ხედავთ, რომ გაბმულად რეკავს. გახსოვდეთ: თავისუფალი ადამიანი ხართ და ვისთან იმეგობრებთ, ეს თქვენი არჩევანია.

3
35
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
35
  
2013, 16 სექტემბერი, 11:56
ეს ჩვევა ბავშვობიდან გამომიმუშავდა:)
2013, 16 სექტემბერი, 11:25
კარგი ჩვევაა, ბევრს არ შეუძლია :))
2013, 16 სექტემბერი, 11:12
ჩემთვის არაა უხერხული და ყველამ კარგად იცის სანამ ჩემთან მოვლენ დარეკონ.შეიძლება სასტიკად ჟღერს მაგრამ თავს ასე კარგად ვგრძნობ მეც და ისინიც:))
0 1 3