x
image
ხიზანიშვილი
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

image- აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. 6 მომხრითა და 1 მოწინააღმდეგით ეს გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარებისა და ეროვნულ ცენტრში ღია კენჭისყრით მიიღეს. დაახლოებით 80 გვერდიან დასკვნას, საბჭოს წევრები, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, თითქმის 10 საათის განმავლობაში განიხილავდნენ. მათ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა, ერთსულოვნად, ვერ მიიღეს. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, სწავლა ჩვეულებრივად გაგრძელდება და ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციაზე განაცხადი ხელახლა წარადგინოს. განხილვა სტუდენტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. წინასწარ ცნობილია, რომ დღეს დასრულებული სხდომის შედეგებს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

- ავტორიზაციის საბჭოს თავჯდომარის, კახა ყურაშვილის, განცხადებით მონიტორინგის დასკვნაში ასახულია 3 სტანდარტი - აკადემიური პერსონალის სტანდარტი, საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტი და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სტანდარტი. მისივე განცხადებით თუ დარღვეულია ერთ-ერთი მაინც მაშინ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

2
58
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
58
  
2013, 12 მარტი, 16:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 12 მარტი, 14:03
ვაიმეე რა საშინელებააა,, ცოდვებიი არიიაან
0 1 2