x
image
ხიზანიშვილი
ტერაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

image- ტერაქტი ბოსტონში, მარათონზე მომხდარი 2 აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით 3 ადამიანი დაიღუპა 140-ზე მეტი კი დაშავდა, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ინციდენტს უკვე მისცეს ტერაქტის კვალიფიკაცია და დამნაშავეს, შავკანიან მამაკაცს,
უკვე ეძებენ, რომელიც მარათონის მსვლელობამდე, ჯერ კიდევ დილით, ცდილობდა აკრძალულ ტერიტორიაზე მოხვედრას. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულებს შორის შესაძლოა ერთ-ერთი ტერაქტის მონაწილეც იყოს, რომელიც ბოსტონის საავადმყოფოში დაცვის ქვეშ იმყოფება. არ გამოირიცხება, რომ მარათონზე მომხდარი აფეთქებები სქემის მხოლოდ ერთი ნაწილი იყოს, რადგან პოლიციამ ქალაქში კიდე 2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, ერთ-ერთი მათგანი სასტუმროს შენობაში იყო.
- ახალი ტერაქტის საშიშროების გამოსარიცხად, ბოსტონში მობილური კავშირი გათიშეს და შეერთებული შტატების მასშტაბით ავიარეისებიც შეიზღუდა. ასევე ამერიკის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ ტერაქტის ადგილთან მიახლოვებისგან. მოსახლეობას უკვე მიმართა ბარაკ ობამამ და დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯის პირობა დადო.

2
22
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
22
  
0 1 2