x
image
ხიზანიშვილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს განსხვავებული წესით ჩატარდება


image- ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს განსხვავებული წესით ჩატარდება. აბიტურიენტებს ფაკულტეტისა და უმაღლესი სასწავლებლის არჩევა საგამოცდო შედეგების გაცნობის შემდეგაც შეეძლებათ. შედეგების გაცნობის შემდეგ აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა შეიტანოს ცვლილებები: თავიდან აირჩიოს ფაკულტეტები, დაამატოს ან ამოიღოს ის ფაკულტეტი, რომელიც შერჩეული აქვს. ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს არჩეული ფაკულტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში რეგისტრაციის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ჩარიცხვებამდე შესაძლებელია არჩეული ფაკულტეტის გარდა უმაღლესი სასწავლებლის შეცვლაც.

- გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ერთი ნაწილი ეთანხმება ეროვნული ცენტრის გადაწყველიტებას, მათ მიაჩნიათ, რომ ამ ცვლილებას პროცესის გამარტივება შეუძლია და ასევე იგი აადვილებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესს, მაგრამ საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ცენტრში: არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება ბუნდოვანია და შესაძლოა გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ აბიტურიენტებისაგან განხორციელებულმა ცვლილებებმა სისტემაში ქაოსი გამოიწვიოს.

0
70
4-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0