x
image
ხიზანიშვილი
ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი გარდაიცვალა

image- 58 წლის ასაკში, ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი გარდაიცვალა. სიმსივნესთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩავესი, კარაკასში, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მას სიმსივნის დიაგნოზი 2011 წელს დაუსვეს, რის შემდეგაც იგი კუბასა და ჰავანაში მკურნალობდა. ქვეყანაში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, ჰოსპიტალის შენობასთან კი ასობით ადამიანია შეკრებილი. ოფიციალურად ინფორმაცია, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაავრცელა, რომელიც უგო ჩავესმა თავის მემკვიდრედ დაასახელა და პრეზიდენტობაც უწინასწარმეტყველა. ვენესუელას ჩავესი, სათავეში, 1999 წლიდან ედგა. იგი 2012 წლის დეკემბერში, ქვეყნის მოსახლეობამ, პრეზიდენტის თანამდებობაზე, მეოთხე ვადით დაამტკიცა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქვეყნის მართვაში, აქტიურად ვერ მონაწილეობდა. უგო ჩავესი ვენესუელას 14 წლის განმავლობაში მართავდა. ნაციონალური ტელეარხები ხალხს ერთიანობისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ, თუმცა უკვე მოხდა პირველი ინციდენტი. ჩავესის მომხრეებმა ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის ოპერატორი სცემეს. ვენესუელაში არჩევნები 30 დღის ვადაშია დაგეგმილი, მანამდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. ვენესუელის მოქალაქეებს სამძიმარს უცხადებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც, მათ შორის ბარაკ ობამა.

1
32
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
32
  
2013, 6 მარტი, 16:08
ჩაძაღლდა
0 1 1