x
გვიან ღამით, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

გვიან ღამით მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც
ცნობილი გახდა, რომ გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის
ოპერაციაში მონაწილე ყოფილი პოლიცილები დააკავეს.


მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები
არიან შსს-ის ყოფილი თანამშრომლები: გოჩა ბაღათრიშვილი, გოჩა ჩიტაია, ზაზა
ჭაია, გრიგოლ კვინიკაძე, ვლადიმერ გამრეკლიშვილი და გივი გრავჩენკო.


მთავარი პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 11 ოქტომბერს დაკავებულებმა
თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩხრეკისა
და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად,
ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით
უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი.


ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია გუშინ ღამით განხორციელდა.

0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ოთარ ბექაური
ოთარ ბექაური
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0