x
კახა კუკავა - ქართული პოლიტიკის ნათელი მომავალი

დაბ. თარიღი :
12 ივლისი, 1976
მოქალაქეობა : საქართველო
განათლება :თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება :ქართველი
რელიგია :მართლმადიდებელი
კიდევ
ბევრი რამის გახსენება შეიძლება მის შესახებ, მაგრამ კახას წარსულში,
გამადიდებელი ლუპით რომ ეძებო შავ ლაქას მაინც ვერ იპოვი. პირადად მე,
ვუსმენ კახას საუბარს და მოხიბლული ვრჩები იმით, რომ ის ერთადერთი
პოლიტიკოსია, რომელიც ლამაზად საუბრის გარდა საქმესაც აკეთებს. ახლახან,
კახა გამოდიოდა მეორე არხის ეთერში. ტონს არ აუწევია ისე გაანადგურა
გამარგინალებული ნაციონალური მოძრაობა და მათთან კოჰაბიტაციაში მყოფი
ხელისუფლება.
ის სულ ოპოზიციაში იყო, მაგრამ არ გამარგინალებულა და
არ დაუკარგავს პოლიტიკოსის, და პირველ რიგში ქართველი კაცის სახე! მისი
სახელი, ასოცირდება განათლებულობასთან, აკადემიურ საუბართან,
გაწონასწორებულობასთან. როდესაც ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა
ივანიშვილი, ბატონმა ბიძინამ სადაც კი პოლიტიკურად მკვდარი პარტია დაინახა,
ერთი ჯოხის დაქნევით ყველა გააცოცხლა, "გააძღო" და ხელისუფლებაში
მოიყვანა. სამწუხაროდ მას კახა არ გახსენებია და რიგ შემთხვევებში, მიშას
ჯიბის ოპოზიციაც კი უწოდა. დიახ, კახა დღესაც ოპოზიციაშია მაგრამ
საზოგადოებას, როგორც იქნა, აეხილა თვალი და დაინახა ვინ არის სინამდვილეში
ეროვნული ძალა! საზოგადოებამ დაინახა რომ ამერიკას ვჭირდებით როგორც
კოლონია და ისაც დაინახა ქართველმა ხალხმა, გვჭირდება თუ არა "ნატო", -
ნატოს კი სამხედრო პოლიგონად ვჭირდებით.
დიახ, მეგობრებო. კახა
კუკავას ახლა თავისი პოლიტიკური პარტია აქვს - თავისუფალი საქართველო.
უახლოეს მომავალში, დაინიშნება არჩევნები და ერთადერთი ეროვნული ძალა,
პარტია თავისუფალი საქართველო, კახა კუკავას მეთაურობით აუცილებლად მივა
მიზნამდე! საქართველო იქნება თავისუფალი და ერთიანი! ყოველგვარი
ალიანსებისა და უფროსი ძმების გარეშე!

კახა კუკავა

0
110
2-ს მოსწონს
ავტორი:ოთარ ბექაური
ოთარ ბექაური
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0