x
კობა ბექაურმა მისაღები მიიღო, ანუ - ბეჩავი კაცის მჩაგვრელი, სად გაგონილა გმირიო?!

imageდიახ, უკვე კმარა! საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან კობა ბექაურის ლანძღვა-გინებას მოისმენ, ინტერნეტ-სამყაროში. მეგობრებო, არ მეთანხმებით რომ ეს ყოველივე უკვე მარაზმში გადადის? წაქცეულის ცემა, ყველაზე ადვილი საქმეა. ოდითგანვე ასე იყო და როგორც ჩანს 21-ე საუკუნეშიც არ შეცვლილა ადამიანი. როდესაც ერთ დაბეჩავებულს დავინახავთ, მზად ვართ ყველამ ერთად ჩავქოლოთ. მეგობრებო, ჩვენ არავის დავუნიშნივართ შალვა რამიშვილის დამცველებად. მეტსაც გეტყვით, შალვა რამიშვილმა გამოიჩინა სულგრძელობა და კობა ბექაურს პირდაპირ ეთერში შეუნდო. თქვენ კი კვლავ აგრძელებთ მუშტების ქნევას კი არა და კლავიატურის თითებით მტვრევას... იმ კაცმა, კობა ბექაურმა, მისაღები უკვე მიიღო. დიახ, ის უკვე დასჯილია. მას სიკვდილამდე გაჰყვება სინდისის ქენჯნა ჩადენილის გამო.

თქვენ კი, საზოგადოებად წოდებულო ბრბოვ, ვის თვალში ცდილობთ ქულების დაწერას? შალვა რამიშვილი საკმაოდ ჭკვიანია, მას არც მილიარდები აქვს... ასე რომ, ტყუილად ნუ იწვალებს ზოგიერთი ფარისეველი...

პ.ს. ღმერთი რჯული, ამას იმიტომ არ ვწერ რომ მეც ბექაური ვარ. მეტიც, მრცხვენია რომ ისიც ბექაურია და მეც.

0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ოთარ ბექაური
ოთარ ბექაური
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0