x
ნეპოტიზმი? ანუ - საქართველო მხოლოდ ჭორვილა არ არის, ბატონო ბიძინა!

imageარ დავემსგავსები ნაციონალებს, და უპირველესყოვლისა, განვმარტავ ამ
სიტყვის მნიშვნელობას. ნეპოტიზმი - მეგობრებისა და ნათესავებისათვის
განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად.
სამწუხაროდ,
ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირის" დროს დანერგილი ტრადიციის გაგრძელება
ისევ შეინიშნება. ამჯერად, ამ ყველაფერს, "ქართული ოცნება"
ხელმძღვანელობს.გელა ხვედელიძე(ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის ძმა),
არჩილ კბილაშვილი(ივანიშვილის ბანკის "ქართუს" ადვოკატი) ირაკლი
ღარიბაშვილი (ივანიშვილის აღზრდილი, ბერას საუკეთესო მეგობარი და ფონდ
"ქართუს" თავმჯდომარე)... აღარ გავაგრძელებ, ვშიშობ, რაც დაზუსტებით არ
ვიცი, ვინმეს ცილი არ დავწამო.
სულ თავიდან დავიწყებ როდესაც ჯერ კიდევ
ქველმოქმედი ივანიშვილი, ჭორვილაში, ლამის მამა ღმერთად შერაცხეს და
დღესაც მის სურათს სანთელს უნთებენ. სამწუხარო რეალობა მოითხოვს აღინიშნოს
რომ ყველა მისი ქველმოქმედება, მოსყიდვას ემსგავსება რაც კი წარსულში
ჩაუდენია. ამ ვარაუდებს ამძაფრებს ის რომ ბატონი ბიძინა, მოსვლამდე,
მოსახლეობას ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა. აუხდენელი ოცნებები: გაორმაგებული
პენსიები და ხელფასები, საბანკო და კერძო იპოთეკური სესხების პრობლემების
მოგვარება, დამნაშავე რეჟიმის დასჯა, დენისა და გაზის ტარიფების
განახევრება..... ეს დაპირებები არ შესრულდა! თუ რომელიმე "მეოცნებე"
შემეკამათება, მზად ვარ არგუმენტირებული პასუხი გავცე.
მაშ ასე! ოცნება,
ოცნებად დარჩა! რესპუბლიკური პარტიისა და კოალიციაში შემავალი
სუბიექტების, ბიძინა ივანიშვილის საახლობლოს ოცნებები ახდა. გასაცოდავებული
და მშიერ-მწყურვალი ქვეყანა კი ერთ ადგილას გაჩერდა. არც წინ მივდივართ,
არც - უკან!
ახლა რაც შეეხება პრემიერ ივანიშვილის მშობლიურ სოფელ
ჭორვილას: მან მთელი სოფელი "ააყვავა". აი როგორ საუბრობენ ჭორვილელები
ბატონ ბიძინაზე:(სტილი დაცულია) "მაგან ამოგვასუნთქა", "რაიონში თუ ვინმე
მუშაობს, მხოლოდ მისით", "კაროჩე, ამბობს, მხოლოდ ჩამოდი და იცხოვრეო,
დაჯექი, ჭამე და სვიო, ხელფასი 600 ლარი აქვს ხალხს ტყუილად", "გვერდზე ისე
არ გაგივლის მანქანით, რომ არ გააჩეროს და ხელი არ ჩამოგართვას"...
ციტატები საკმარისია. ეს ყველაფერი, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ http://www.youtube.com/watch?v=U0J19pDaZHk
ახლა
კი მე თქვენ მოგმართავთ, ბატონო პრემიერო. ეს ნეპოტიზმია! სად გაქრა
თქვენი უშუალობა და თავმდაბლობა? ათობით მშიერს და უსახლკაროს თქვენი
რეზიდენციის წინ ყოველდღე უყურებთ და გაძვირებული შოთის პურივით გვერდზე
იხედებით! თქვენ უკვე პოლიტიკაში ხართ და საქართველოს პპირველი პირი ხართ!
საქართველო, მხოლოდ ჭორვილა და საჩხერე არ არის! დაპირებების შესრულების,
სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის წინსვლის დროა! საკმარისია ნეპოტიზმში
ცხოვრება!

1
175
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ოთარ ბექაური
ოთარ ბექაური
175
  
2013, 12 მაისი, 1:26
გუდ გუდ გუდ.
0 1 1