x
ბატონო ბიძინა, დავამსხვრიოთ კერპები! ანუ ხალხო, დავით აღმაშენებელი მოკვდა, ის აღარ დაბრუნდება!
ამაზე, ალბათ, არაერთხელ თქმულა და დაწერილა მაგრამ საქმეს არაფერი ეშველა. ჩვენც ვზივართ და ველოდებით... ვერ ვიხსენებ, ერთ ცნობილ პიროვნებას ჰკითხეს: დიდხანს უნდა ველოდოთ როდის იქნება საქმე კარგადო? თუ მხოლოდ უნდა ველოდოთ, მაშინ - არასდროს! უპასუხა მან. გაკერპების პრობლემა, ჯერ კიდევ, სტალინის დროიდან დაიწყო საქართველოში. როდესაც პატარა ბავშვებს ასწავლიდნენ სკოლაში:

" ნაძვის ხეო, შენს გარშემო,

ვცეკვავთ მე და ლუსია.

გვიყვარს ძია სტალინი,


მისი კონსტიტუცია!"

ასე იყო თუ არა??? შემდეგ, ჩვენ დიდი ბელადი შევიძულეთ და სისხლისმსმელ იმპერატორად გამოვაცხადეთ...

ამის შემდეგ, იყო პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ხალხმა, ის ჯერ ერის გადამრჩენლად შერაცხა, შემდეგ წმინდა გიორგის ეძახდა, 1989-1991 წლებში, სამეგრელოში, ყველაზე მეტი პატარა ზვიადი დაიბადა. ბოლოს კი "ჩაუშესკუ გაეთრიე"-ს ძახილით გააძევა ქვეყნიდან. მეგობრებო, იყო ასე თუ არა? ბედნიერი ვარ, რომ ამას ვერ მოვესწარი.

შემდეგ იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მხსნელად შერაცხეს და მოფერებით ბაბუს ეძახდნენ. თუმცა, მალე ამ საალერსო სახელს "თეთრი მელა" ჩაენაცვლა და მალე ისიც გააგდეს. საბედნიეროდ მან ზვიადის ბედი არ გაიზიარა...

სულ ბოლოს კი "ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი" მიშა სააკაშვილის მეთაურობით. ახალგაზრდა და ენერგიული ლიდერი ხალხმა ხელში აყვანილი დააბრძანა პრეზიდენტის სკამზე, მიშა-მიშას სკანდირებით. მასაც ეს ყოველივე თავში აუვარდა და დიქტატორად ჩამოყალიბდა და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, მიშაც იგივე ბედს ეწეოდა, რასაც აწ-განსვენებული მუამარ კადაფი.

დღეს, ხელისუფლებაში, მშვიდი, თავმდაბალი და გაწონასწორებული ბიძინა ივანიშვილია. თუმცა, სიტუაცია იგივე დარჩა... აბა გაბედოს, აბა კაი დედის შვილია და ვინმემ ბიძინა გააკრიტიკოს! უმალ ქვების წვიმა წამოვა კრიტიკოსის თავზე....

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი მოგმართავთ, ბატონო ბიძინა! დავამსხვრიოთ კერპები! ჩემო ქართველო ხალხო, კმარა! თქვენც მოგმართავთ, ნუ ელოდებით მესიას! დავით აღმაშენებელს ნუ ელით!!! ის მოკვდა, დიდი ხნის წინ მოკვდა და აღარ დაბრუნდება!!!

2
49
5-ს მოსწონს
ავტორი:ოთარ ბექაური
ოთარ ბექაური
49
  
2012, 19 ნოემბერი, 20:51
ყველას თავისი აზრი და გამოხატვის თავისუფლება აქვს :) მე მიშა და კადაფი არ შემიდარებია თუ კარგად წაიკითხე. მეტიც, ჩემი აზრით კადაფი ბევრად უფრო ვაჟკაცი იყო.
2012, 19 ნოემბერი, 20:49
ერთ რჩევას მოგცემ მიშას ნუ ადარებ მუამარ კადაფის თორე ამ სატატიას ალბათ არ დწერდი იმტომ რომ ალბათ მე და შენ ერთმანეთს დავხოცავდით მიშა რომ მუამარ კადაფი ყოფილიყო თუმცა იმაში გეთანხმები რომ მესია არ მოვა ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე
0 1 2