x
image
maia
ბანანის ნიღაბი სახის კანის გაახალგაზრდავებისთვის
თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ბანანის ნიღაბი.
ბანანის ნიღაბი აუმჯობესებს კანის ფერს და აშორებს მას ფერისმჭამელებს, აწყნარებს გაღიზიანებას. რაც გასაკვირი არ არის, რადგან ბანანი შეიცავს С და Е ვიტამინებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს კანზე. ბანანში შემავალი ხილის მჟავები კი აშორებს კანიდან ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს, ამიტომ ბანანს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი გააჩნია.

image

სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ ბანანის ნიღაბის რამდენიმე ვარიანტი.


დაჭერით ბანანი წვრილად. მიღებული ფაფა აურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთთან. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 10 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ბანანის ნიღაბი კვერცხის გულით


კვერცხის გული აურიეთ ნახევარ მწიფე ბანანთან და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთთან. მიღებული ერთგვაროვანი მასა დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ბანანის ნიღაბი ფერისმჭამელების საწინააღმდეგოდ


გაფრცქვენით ფორთოხალი და დატოვეთ მარტო რბილობი და ერთი ნაჭერი აურიეთ ნახევარ მწიფე ბანანს. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.



0
1217
8-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0