x
image
maia
ფუნჯების ნაკრები პროფესიული მაკიაჟის გასაკეთებლად
პროფესიული მაკიაჟის ხარისხი დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: კარგი კოსმეტიკა, ვიზაჟისტის გამოცდილი ხელები და სწორად შერჩეული ფუნჯები.

ფუნჯების ნაკრები საკმაოდ სერიოზული არსენალია და შედგება სხვადასხვა ფორმის და ზომის ფუნჯისგან.

სახის თვითოეული ნაკვთისთვის შესაფერისი ფუნჯის გამოყენება განაპირობებს მაკიაჟის ხარისხს.

ფუნჯების შეძენისას გაითვალისწინეთ ორი წესი: უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ არაალერგიულ მასალას და სწორად შეარჩიეთ მწარმოებელი.


image


სახის ტონის წასასმელი ფუნჯი ჩვეულებრივის მსგავსია, მაგრამ ფუმფულა ბეწვი არ აქვს. ის ბრტყელი, მყარი, და ზარისმაგვარი დაბოლოების, განიერია. რის გამოც თანაბრად ანაწილებს ტონალურ კრემს, აშორებს ზედმეტ ფენას, და ამუშავებს თვალების ირგვლივ და პრობლემურ ზონებს.

image

ფუძის წასასმელი ფუნჯი Foundation Brush Dolce&Gabbana-სგან ბრტყელია და მაკიაჟს დატუშვის გარეშე ანაწილებს. სინთეტიკური ბეწვი ითვლება საუკეთესო ვარიანტად თხევად ტონალურ კრემთან სამუშაოდ.



image

Bodyshop-ის ფუნჯი უზრუნველყოფს მაკიაჟის რბილად და თანაბრად განაწილებას. ის მოსახერხებელი, საშუალო ზომისაა და იდეალურად ანაწილებს ფუძეს და განაპირობებს ბუნებრიობის ეფექტს.


image

L-Etual-ის ფუნჯი ასევე ბრტყელი, სინთეტიკური ბეწვისგანაა დამზადებული და ამ მიმართულების ნამდვილ კლასიკას წარმოადგენს. მისი მთავარი კოზირი მაღალხარისხიანი მასალა და Made in Japan წარმოება გახლავთ.


პუდრის წასასმელი ფუნჯი ყველაზე დიდი ზომისაა-მრგვალი და მყარი, თანაბარი კიდეებით. ის გამოიყენება როგორც კომპაქტური, ასევე ფხვიერი პუდრის წასასმელად-ფუნჯი ამოავლეთ პუდრაში, ოდნავ გაფერთხეთ და გადაისვით სახეზე-დაიწყეთ შუბლის მიდამოდან ღაწვების მიმართულებით ქვევით ნიკაპისკენ. მსუბუქი მოძრაობებით გადადით ცხვირზე და ლოყებზე.

image


The Handi Brush-ის ხელნაკეთი ფუნჯი თხის ბეწვისგან არის დამზადებული და იდეალურია დაპრესილი ფუძეების წასასმელად. განსაკუთრებით კი პუდრის, რადგან იღებს პროდუქტის ოპტიმალურ რაოდენობას და ანაწილებს თანაბრად. კომპაქტურობის გამო შეგიძლიათ ხელჩანთაშიც მოათავსოთ.


image

Powder Brush Clinique-სგან მოსახერხებელია ფხვიერი და კომპაქტური პუდრის წასასმელად. ასევე დატუშვისთვის.

image
Bourjois-ს ფირმის ნატურალურბეწვიანი ფუნჯი სწრაფად და თანაბრად ანაწილებს პუდრს არამარტო სახეზე, არამედ დეკოლტეს ზონაშიც. ფუნჯის უპირატესობა მისი ორიგინალური დიზაინი და მინი-ფორმატია.


ფერ-უმარილის ("რუმიანა") და დატუშვისთვის განკუთვნილი ფუნჯი ძალიან წააგავს პუდრის წასასმელ ფუნჯს, თუმცა უფრო პატარა დიამეტრის გახლავთ. მისი კლასიკური ვარიანტია-მრგვალი, ოვალური ან ზარისმაგვარი ფორმა. ფუნჯი განკუთვნილია ღაწვების გამოკვეთის და რელიეფის შემოსაზღვრისთვის, რის გამოც გარეგნულად ავიწროვებს სახის ოვალს.

ფერ-უმარილი გადაისვით ლოყებზე ყურის გასწვრივ, შემდეგ მსუბუქად დატუშეთ.

Dior-ის ფუნჯი საზაფხულო კოლექციიდან არამარტო პროფესიული ინსტრუმენტი, არამედ სეზონის მთავარი სილამაზის საგანია. პროვოკაციული წითელი ფერი და ელეგანტური დიზაინი მას საყვარელ აქსესუარად აქცევს.
image

ფუნჯი-მარაო განკუთვნილია ზედმეტი ჩრდილის, პუდრის და ფერ-უმარილის მოსაშორებლად და აკურატული მაკიაჟის შესაქმნელად

image

ორიფლეიმის მარაო-ფუნჯი ჟანრის კლასიკას წარმოადგენს.

რბილი ნატურალური ბეწვით, ხის და ალუმინისგან დამზადებული ფუნჯი მეტად მოსახერხებელია ზედმეტი მაკიაჟის მოსაშორებლად. მისი რამდენიმე შეხება ათანაბრებს მაკიაჟს.


წარბების ფუნჯი ასწორებს მათ ფორმას, მსუბუქად ვარცხნის და მოვლილის იერს ანიჭებს მათ.

L-Etual-ის ფირმის კომბინირებული ფუნჯი ნატურალური ბეწვით წარბებს და წამწამებს ანიჭებს არამარტო ბუნებრიობას, არამედ დამატებით მოცულობასაც.

image

თვალების კონტურის და წარბების კორექციისთვის განკუთვნილი ფუნჯი ძალიან თხელი, ერთ მხარეს წაწვეტებული და წაკვეთილი ბეწვით არის დამზადებული. ფუნჯს ამოავლებენ ჩრდილში ან ფანქარში და გადაისმევენ ზოლად ქუთუთოს დაბოლოებაზე ან წარბებზე

Eye Shadow Brush Angled IsaDora მოკვეთილი ბოლოთი ხაზავს მკვეთრ საზღვარს და აკურატულად ანაწილებს მაკიაჟს.
image

თვალის ჩრდილის წასასმელი ფუნჯი ბრტყელი ან ფუმფულა ბეწვით ქმნის ძირითად აქცენტს თვალებზე: ფერი, სიღრმე, ჩრდილების გადასვლა. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ბრტყელი ფუნჯი, რომლითაც ადვილად დაამუშავებთ ზედა და ქვედა ქუთუთოს.

მომრგვალებული ფორმის ფუნჯი განკუთვნილია ჩრდილების გადასანაწილებლად წამწამების გასწვრივ.
L-Etual-ის ფუნჯი მკვეთრად ხატავს ისრებს და მოხერხებულია ჩრდილების გადასასმელად.
image

ასევე პოპულარულია Bourjois ფუნჯი Intence
image



თვალის ჩრდილის და ფანქრის დასატუშმა ფუნჯმა პოპულარობა ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მისი მეშვეობით ჩრდილი თანაბრად ნაწილდება და თვალი ეფექტურად გამოიყურება. წაკვეთილი ბოლოს მეშვეობით დატუშეთ მარცხნიდან მარჯვნივ ან ზევიდან ქვევით მიმართულებით თვალზე უკვე წასმული ხაზი. ფუნჯით ხდება უკვე წასმული საშუალების განაწილება.
Sisley-ის ფუნჯის მეშვეობით შეგიძლიათ ორი ფერის ჩრდილის განაწილება ფერების არევის გარეშე.

image


ფუნჯი ტუჩებისთვის ბრტყელი ბოლოთი და წაწვეტებული თავით -მას ყოველთვის აქვს თავსახური, რათა არ დასვაროს დანარჩენი ფუნჯები ნაკრებში. ის გამოიყენება ტუჩის კონტურის მოსახაზად და შემდეგ მასზე პომადის ან პრიალა საცხის წასასმელად. ამგვარად მაკიაჟი ტუჩზე თანაბრად და მოცულობითი სახით ნაწილდება.


L-Etual-ის ფუნჯი მსუბუქად და კანის დაუზიანებლად ანაწილებს პომადას და უზრუნველყოფს ინტენსიურ ფერს.
image








0
717
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
717
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0