x
image
maia
მოდური ვარცხნილობები დღესასწაულებისთვის
დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება მოდური და გამორჩეული ვარცხნილობის შერჩევა.

სეზონიდან სეზონზე სტილისტები თმის ვარცხნილობის სრულიად განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ დიზაინერთა ჩვენებისთვის, რომელთა გადმოტანა ყოველდღიურ ყოფაშიც შესაძლებელია.

გთავაზობთ ვარცხნილობების ძირითად ტენდენციებს შემოდგომა-ზამთარი 2012/13 წლის კოლექციების დეფილეებიდან,

რომელიც შეგიძლიათ დღესასწაულებისთვის შეარჩიოთ.



ტენდენცია- შუბლზე შეჭრილი თმის იმიტაცია ("ჩოლკა")

თმის ფართო რიგი, რომელიც "ჩოლკას" წააგავს-მეტად აქტუალური მეთოდია, რომლითაც ვარცხნილობის შეცვლას თმის შეჭრის გარეშეც შეძლებთ.


image

Cacharel

image

Dries Van Noten

image

Suno

image

Dior

image

Giambattista Valli


ტენდენცია-დაუდევრად შეკრული თმა

სრულიად განსხვავებულად დახვეულმა თმებმა მიმდინარე სეზონზე ახლებური სახე მიიღო. თუ ადრე სტილისტები გვთავაზობდნენ ძალიან მკაცრ, მოჭერილ თმების კონებს, წელს პირიქით არის. რაც უფრო დაბურდული და დაუდევრად არის შეკრული თმა მით უფრო მოდური ვარიანტია. ამგვარი ვარცხნილობა გაახარებს იმ ქალბატონებს, რომლებსაც დრო და მოთმინება არ ყოფნით სარკის წინ დიდი ხნით კოპწიაობისთვის. ვარცხნილობის შენარჩუნებაში კი მსუბუქი დასაფიქსირებელი გელი ან ლაქი გამოგადგებათ.
image
Kristina T

image
Haider Ackermann

image

Preen


ტენდენცია-მაღლა აწეული თმები

მაღლა აწეული თმა 60-იანი წლების სტილში კვლავ მოდურია. მოცულობის შექმნა შეგიძლიათ მხოლოდ კეფაზე როგორც Dsquared² და Blumarine ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი, ან მთელ თავზე, როგორც Oscar de la Renta-ს დეფილეზე. მთავარია აკურატულობას მოერიდეთ. როგორც ორლანდო პიტმა, Oscar de la Renta-ს სტილისტმა განმარტა: მან შექმნა გოგონების იერსახე, რომლებიც დედიკოს კაბებში არიან გამოწყობილი და დიდების ვარცხნილობას იკეთებენ.
image
Dsquared2

image
Dsquared2

image
Carolina Herrera

image
Oscar de la Renta

image
Blumarine

ტენდენცია-გვერდით გადავარცხნილი ქოჩორი

შეგიძლიათ მარტივად შექმნათ მოდური ვარცხნილობა და შუბლზე შეჭრილი თმა უბრალოდ გვერდით გადაივარცხნოთ, აქცენტი კი თვალების მაკიაჟზე გააკეთეთ.

ვარცხნილობის დასაფიქსირებლად კი გამოიყენეთ თმის ლაქი ან გელი.
image

Suno
image
Nina Ricci

image

Guy Laroche




1
1624
15-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:maia
maia
1624
  
2012, 24 დეკემბერი, 0:41
მოდელებით აღფრთოვანებული დავრჩი ://
0 1 1