x
image
maia
მაკიაჟის საშუალებები, რომლებიც ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
მაკიაჟის საშუალებებს დროის უკან დაბრუნება და თქვენთვის ახალგაზრდული იერის შენარჩუნება შეუძლიათ.

დამატენიანებელი კრემის აუცილებლობაზე საუბარი საჭიროც არ არის, რადგან მისი გამოყენების გარეშე მაკიაჟის ყველა სხვა საშუალება აზრს კარგავს. დილით დაბანის შემდეგ ჯერ გადაისვით დამატენიანებელი კრემის სქელი ფენა, ამის შემდეგ კი გახსენით კოსმეტიკის ჩანთა.


image

ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება გარკვეული ნაკლის დაფარვის, საჭიროება.


თხევადი და არა მშრალი, კონსილერი სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით დაფარავს თქვენ ნაოჭებს.

ასევე მეტად საჭირო საშუალებაა ტონალური კრემი მსუბუქი მოყვითალო ელფერით ( Ivory), რაც კანს მეტ სითბოს მიანიჭებს, სითბოს შეგრძნება კი ახალგაზრდულ იერს მოგანიჭებთ.

ტონალური კრემის კარგად განაწილებაში კი დაგეხმარებათ ღრუბელი. ღრუბელი წინასწარ დაასველეთ სასმელ ან მინერალურ წყალში, კარგად გაწურეთ. ტონალური კრემი ხელისგულზე დაიტანეთ და შემდეგ ღრუბლით გაანაწილეთ სახეზე. ოპტიმალურ შედეგს მიიღებთ-ნებისმიერი კრემი ნახევრად გამჭვირვალე გახდება, და "ფენებიანი" კანის ეფექტს არ მიიღებთ.

რაც შეეხება პუდრს, ის უნდა გამორიცხოთ, მაგრამ თუ ცხიმიანი ან შერეული ტიპის კანი გაქვთ, და პუდრის გარეშე თავს შიშვლად გრძნობთ, ოპტიმალური ვარიანტია გამჭვირვალე პუდრა სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით, რომელიც დააფიქსირებს ტონალურ კრემს.


ასაკს ძალიან მატებს მძიმე ტექსტურა. ამიტომ ვიზაჟისტები გვირჩევენ თხევადი და კრემისებური ფერ-უმარილის და თვალის ჩრდილების გამოყენებას. რადგან რაც უფრო დატენიანებულია კანი, მით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება ის.

image

როგორც წესი ქალბატონებს ასაკის მატებასთან ერთად სახე უხდებათ, ამიტომ ღირს ფერ-უმარილის წასმა ღაწვებზე, ამასთან ეცადეთ სახეს მეტი სინათლე ჰქონდეს.


რაც შეეხება წარბებს, ისინი აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთეთ და მხოლოდ ზედმეტი თმები მოიშორეთ. წარბებისთვის გამოიყენეთ ყავისფერი ფანქარი, რომელიც 45 გრადუსიანი კუთხით წაისვით, ამგვარად შტრიხები უფრო რბილი გამოვა და წარბებით ბუნებრივ იერს მიიღებს.
წამწამებისთვის გამოიყენეთ მოცულობითი და არა დამაგრძელებელი ტუში.

ტუჩებისთვის აირჩიეთ ნეიტრალური პომადა, რათა ნაკლები ყურადღება მიიქციოთ, არანაირი გლუვი, მშრალი ტექსტურა, ტუჩის ზემოდან გადაისვით ბალზამი ან პრიალა საცხი.




1
3108
15-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
3108
  
2013, 8 აგვისტო, 17:41
საინერესო და საჭირო სტატიაა
0 1 1