x
image
maia
თმის ვარცხნილობის მოდური ტენდენცია-2013
ახალი სეზონის დადგომისას ქალბატონები ცდილობენ შეიცვალონ გარეგნობა და პირველ რიგში ვარცხნილობა.

მიმდინარე შემოდგომაზე არჩევანი საკმაოდ დიდია-მოიწყოთ თავზე "უწესრიგობა" თუ შეიკრათ თმა მჭიდროდ? გაიკეთოთ ე.წ "ჩოლკა" თუ შეიცვალოთ თმის ფერი უფრო ღია ტონალობაში?

გთავაზობთ 2013 წლის აქტუალურ ტენდენციებს ვარცხნილობაში.


თბილი ფერები


მიმდინარე სეზონი შეარიგებს ქერათმიანებს, შავგვრემანებს და წითურებს-რადგან მოდური ამ სამ ფერს შორის შუალედური ტონალობაა. მეტად ლამაზია კარამელის, თაფლისფერი, რომელიც მეტად ლამაზად ირეკლება მზის ან სინათლის შუქზე მაგ. Saint Laurent და Emilio Pucci-ის ჩვენებაზე. თუ თმის შეღებვის სურვილი არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ თმის ძირებს ღია-წითური ფერის რიგები შემატოთ. "ომბრე" მეთოდით თმის შეღებვისას უპირატესობა ოქროსფერს მიანიჭეთ და გაითვალისწინეთ, რომ ფერის გადასვლა თმაზე ოდნავ შესამჩნევი უნდა იყოს, როგორც Burberry და Bottega Veneta-ს ჩვენებაზე.

image

Burberry


image

Bottega Veneta


image

Emilio Pucci


image

Saint Laurent


"დაუდევარი" ვარცხნილობა

ჩვენი ბუნებრივი და დროის ნაკლებობის გამო შექმნილი ვარცხნილობა

Proenza Schouler, 3.1 Phillip Lim და Roberto Cavalli-ის სტილისტებმა მოდურ ტენდენციად აქციეს და გვთავაზობენ თავად შევქმნათ მსგავსი "დაუდევარი" ვარცხნილობა, გაითვალისწინეთ, რომ თმები ისეთ დონემდე უნდა აიჩეჩოთ, რომ გარშემომყოფებზე გამოუძინებელს შთაბეჭდილება არ დატოვოთ.

image

3.1 Phillip Lim


image

Proenza Schouler


image

Roberto Cavalli


დაბალი კუდი, კონა და ნასკვი

ყველაზე მარტივად გასაკეთებელი ვარცხნილობები ამტკიცებს, რომ საყიდლებზე ან სასეირნოდ წასვლისასაც კი შეიძლება მოდურად გამოიყურებოდეთ. აქტუალურია, როგორც გლუვი საბალეტო სტილის თმის კონა Givenchy-ის საზაფხულო კოლექციის ჩვენებიდან, ასევე Chanel, Chloe, Marni-ის ნასკვები, და თმის დაბალი კონები, რომელიც ჩვეულებრივი რეზინით არის დამაგრებული, როგორც Jil Sander, Christian Dior და Alexander Wang კოლექციების ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი.

image

Givenchy


image

Chloe


image

Jil Sander

image

Alexander Wang


image

Marni


image

Chanel


უჩვეულო "ჩოლკა"

ზაფხულის ჩვენებებიდან ასევე თამამად შეგიძლიათ შემოდგომაზე გადმოიტანოთ უჩვეულო ფორმის "ჩოლკებიც". მოდურია ძალიან მოკლე სწორი "ჩოლკა", როგორც Miu Miu-ს ჩვენებაზე, ასევე გრძელი, მაგრამ ყურზე გადაწეული როგორც Prada-ს კოლექციაში. ნებისმიერი ორიგინალური ვარიანტი თავადაც შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.

image

Prada


image
Miu Miu


image
Chloé


0
197
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0