ისტორია ქართული ლაშქრის განლაგება 2013, 17 თებერვალი, 14:22 საქართველოს ყოველი კუთხე ბრძოლის კულტურით, შეიარაღებით მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული იყო.ბრძოლის დროს ერთიანი ლაშქრის შეკრება და მათი სწორედ განლაგება ჭეშმარიტად გამჭრიახ, ძლიერ მხედართმთავარს საჭიროებდა.
ძველ დროში ბრძოლის წინ ქართული ლაშქარი, როგორც წესი, დიდუბის ველზე (დღევანდელი სამგორის ან დიღმის ტერიტორია) იკრიბებოდა, სადაც მეფის მიერ მისი დათვალიერება და საბრძოლო წყობით განლაგება ხდებოდა.
ბრძოლის წინა ხაზი ჯერ კიდევ აშოტ კურაპალატის მეფობის დროიდან მომდინარე ტრადიციის მიხედვით, ქრთული ლაშქრის მოწინავე პოზიცია ცხენოსან მესხ მებრძოლებს ეკავათ, რომელთაც სათავეში ათაბეგი ედგათ.ე.წ საკვეთი შუბი შეიარაღებულ მესხთა რაზმს მტრის ცენტრალური ნაწილის გარღვევა ევალებოდა.ცხენის მეტი მანევრირების მიზნით, მესხი მეომრები მსუბუქად იყვნენ შეჯავშნული. ცენტრალური პოზიცია ქართლელები, მთიულები, ფშავ-ხევსურები და ოსები ქართული ლაშქრის ცენტრს, ანუ ძირითად ნაწილს შეადგენდნენ.ბრძოლის მთელი სიმძიმე მათზე გადადიოდა, რის გამოც მათი შეიარაღება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.მძიმედ შეჯავშნულ ქვეით მებრძოლთა შეიარაღებაში-ქართული გორდა ხმალი, ხანჯალი, სასროლი მოკლე შუბი და ცხენოსანი მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად განკუთვნილი პატარა სახმლო ფარიც შედიოდა. ფლანგების ლაშქარი ფლანგების ლაშქრის ძირითად ფუნქციას მტრის მანევრების შეზღუდვა და მათზე მოულოდნელი თავდასხმა წარმოადგენდა.ქართული ჯარის ფლანგებს იმერელი, გურული და აჭარელი ცხენოსანი მეომრები შეადგენდნენ, რომლებიც მესხების მსგავსად ძირითადად ხმლებით იყვნენ შეიარაღებული, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხმალთან ერთად აღჭურვილობაში ფარიც შედიოდა. 704 10-ს მოსწონს
|