x
image
ხიზანიშვილი
"ტყუპების ქალაქი"
image- ნაცისტმა ექიმმა, იოზეფ მენგელემ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ათასობით ტყვე გაანადგურა, ადამიანებზე ცდები მას შემდეგ განაგრძო, რაც მართმსაჯულებას ლათინურ ამერიკაში გაექცა. შესაძლოა, სწორედ მენგელეს ექსპერიმენტმა გამოიწვია, რომ ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში არნახული რაოდენობის ტყუპები იბადება. ეს აზრი არგენტინელმა ისტორიკოსმა ხორხე კამარამ გამოთქვა.

- ქალაქ კანდიდო გოდოიში ყოველი მეხუთე ფეხმძიმე ქალი ტყუპებს შობს. უფრო ხშირად, ქერათმიანსა და ლურჯთვალებას . როგორც კამარა ამბობს, ამაში მენგელეს ვიზიტია დამნაშავე, რომელიც 20 საუკუნის 60 იან წლებში სამედიცინო დახმარებას უწევდა ადგილობრივ ახალგაზრდა ქალბატონებს.

- ისტორიკოსმა კამარამ გამოსცა წიგნი "მენგელე - სამხრეთ ამერიკის სიკვდილის ანგელოზი", რომელიც ნაცისტი დამნაშავის სიცოცხლის უკანასკნელი წლების საქმიანობის კვლევაა. როგორც ცნობილია, ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს, მენგელე ფერმაში მუშაობდა და გერმანიიდან მაშინ გაიქცა, როცა მეორე დამალული, ნაცისტი ადოლფ ეიხმანი ებრაელებმა მოიტაცეს, საიდუმლოდ ისრაელში გადაიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ მენგელე დროდადრო იმალებოდა არგენტინაში, პარაგვაისა და ბრაზილიაში, სადაც 1979 წელს გარდაიცვალა ისე, რომ სასამართლოს წინაშე არ წარმდგარა. კამარა დარწმუნებულია, რომ მენგელემ სამხრეთ ამერიკაში გააგრძელა ცდები შობადობის ამაღლების მიზნით, რომელიც ფაშისტების ჩანაფიქრით "არიელთა რასას" მსოფლიოს დაპყრობაში დაეხმარებოდა.

- სხვადასხვა ქვეყანაში ტყუპების შობადობის რიცხვი სხვადასხვაა. საშუალოდ ამის შანსი 80 ახალშობილიდან ერთია. კანდიდო გოდოში


ტყუპები გაცილებით ხშირად იბადებიან და სწორედ ამიტომ ის "ტყუპების ქალაქის" სახელითაა ცნობილი. ამაზე მიუთითებს წარწერაც, რომლითაც ადგილობრივები ჩამოსულებს ესალმებიან. ქალაქში სპეციალური მუზეუმიცაა - "ტყუპების სახლი"

0
95
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0