x
image
ხიზანიშვილი
გოგონა თუ ბიჭი?
image- მომავალი პირმშოს სქესის დადგენა ყველა მშობელს აინტერესებს. დღეს ეს სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენი წინაპრები კია ამას ყოველგვარი ექოაპარატურისა და სამედიცინო გამოკვლევების გარეშე ახერხებდნენ. მაგალითად: შუა საუკუნეების ევროპაში მიაჩნდათ, რომ, თუ დედამთილი რძალს ბალიშის ქვეშ ჩუმად ნაჯახს დაუდებდა და ქმარი ცოლს ყველაზე "საპასუხისმგებლო" მომენტში შეაშინებდა, მას აუცილებლად ბიჭი ჩაესახებოდა.

- ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, გერმანიაში გამეფებული იყო მოსაზრება, რომ თუ ბავშვი მშრალ ამინდში ჩაისახებოდა, იგი აუცილებლად გოგონა იქნებოდა. თუ წვიმიან ამინდში - ბიჭი.

- ძველი ჩინელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ, თუ ქალი ქმართან სექსის დროს თავით ჩრდილოეთისკენ დაწვებოდა, მას აუცილებლად ბიჭი შეეძინებოდა; თუ სამხრეთისკენ - გოგონა.

- პოპულარული იყო სექსის ამორჩევის "გასტრონომიული" მეთოდიც: თუ ბიჭის ჩასახვა იყო საჭირო, ცოლსა და ქმარს მხოლოდ ხორცი, ძეხვი, დიდი რაოდენობით მარილი, ხილი და რძის პროდუქტები უნდა ეჭამა; გოგონას ჩასახვისთვის სხვა პროდუქტები იყო საჭირო: თევზი, თაფლი, მურაბა, ბოსტნეულის სალათები, პომიდორი და კარტოფილი.


- თუ ცოლ-ქმარს ხშირად ჰქონდა ურთიერთკავშირი - ბიჭი ჩნდებოდა; თუ იშვიათად - გოგონა.

1
283
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
283
  
2013, 26 მაისი, 12:47
ევროპა ასეთი მოსაზრებით თუ იხელმძღვანელებს დღესაც, გადაშენების გზაზე დადგება :D:D დედამთილმა თუ ნაჯახი დამიდო და ქმარმა შემაშინა, თანაც "საპასხუისმგებლო" ვითარებაში, ამ ფსიქო-გავლენების ფონზე რომელ ორსულობაზეა საერთოდ საუბარი :D:D:D
0 1 1