x
image
ხიზანიშვილი
ბრძნული გამონათქვამები
image ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები -

რუზველტი: რეალური პოლიტიკის მიზანია, ფაქტები ვერ დავინახოთ.

ჟვანეცკი: ერთი წინდაუხედავი მოძრაობა და - თქვენ მამა ხართ.

ამინადო: ნუ ფიქრობ, რომ სხვები არ ფიქრობენ.


ვოლტერი: დაფიქრდი, რა რთულია შენი შეცვლა და მიხვდები, რომ არავითარი შანსი არ გაქვს შეცვალო სხვა.

კლემანსო: ომის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე მშვიდობა.

კუმორი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ... სანამ საბოლოოდ არ მიხვდებიან, რა უნდა ილაპარაკონ.

მონტესკიე: იმისათვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება, ის უნდა შევზღუდოთ.

სმიტი: ილუზიებს, როგორც კბილებს, ასაკთან ერთად ვკარგავთ.

ტვენი: შურიანი ადამიანისთვის ყველაზე აუტანელი ის არის, რომ მისი არ შურთ.

მაკიაველი: ომს იწყებენ, როცა უნდათ, მაგრამ, ამთავრებენ როცა შეუძლიათ.

მოემი: როდესაც ყველა დამნაშავეა, მაშინ ყველა მართალია.

ფორდი: გამდიდრება ადამიანის სიძუნწეს არ ამცირებს.

ბუასტი: ყველა ადამიანის ოცნებები რომ ასრულდეს, დედამიწა ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა.

პრუსტი: მოტყუებულ ქმარს ირგვლივ ყველა მოტყუებულ ქმრებად ეჩვენება.

რემარკი: ცოლი ის ქალია, რომელსაც ერთხელ ხდი და მერე მთელი ცხოვრება მის ჩაცმაზე ზრუნავ.

1
664
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
664
  
2012, 17 ნოემბერი, 20:04
მიყვარს რემარკი...
0 1 1