x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯგუფ ДДТ-ს ლიდერმა კიდევ ერთი სიმღერა ჩაწერა, სადაც მთლიანად ლანძღავს ქვეყანას და პუტინის მთავრობას (ვიდეო)
image


რუსული როკის ლეგენდამ იური შევჩუკმა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის საწინააღმდეგო კიდევ ერთი სარკაზმით სავსე სიმღერა გამოუშვა. მიუხედავად ამისა, ის არ ჩქარობს რუსეთის დატოვებას.


ჯგუფ ДДТ-ს ლიდერმა იური შევჩუკმა გამოაქვეყნა ვიდეო კლიპი "ახალი ამბები", სადაც ის მიმართავს წვევამდელებს, მობილიზებულ ჯარისკაცებს, ქვეყნის ხელისუფლებას და რუსებს ურჩევს თუ დაბადებას აპირებენ ისევ უკან შეძვრნენ.



— ვუსმენ ახალ ამბებს <...>, დალოცვილი ვადაგადაცილებული წვევამდელები, მაცოცხლებელი ჰუმანური შოკები <...>. დგება უკუნეთი <...>. სოფელი დაცარიელდა, რიაზანი სვამს დნეპრიდან, გვირგვინები აყვავდა <...>. ნიაღვარივით მოედინება ახალი ამბები, ტოტალიტარული ეროტიზმის სიამოვნება..დანებებული როკერების გამარჯვებული მარშები <...>. საკუთარ თავს რომ უწოდეს სამშობლო, ეს ნულები გულგრილად იპარავენ დროს ჩვენი დედამიწიდან <...>. დახვრიტეს სიყვარული, რომელიც იყო ჩვენი ჩიტი <...>. ყველას ვურჩევ, ვინც აპირებს დაბადებას უკან შეძვრეს <...>! - ამბობს სიმღერაში შევჩუკი.



ორიგინალი:


— Слушаю новости <...>, благословенных просроченных срочников, животворящих гуманных шокеров <...>. Тьма наступает <...>. Опустело село, пьёт Рязань из Днепра, от венков расцвело <...>. Сыпятся новости, удовольствие тоталитарной эротики, победные марши сдавшихся рокеров <...>. Назвав себя Родиной, эти нули равнодушно крадут время нашей земли <...>. Расстреляли любовь, что была нашей птицей <...>. Предлагаю всем тем, кто собрался родиться, обратно залезть <...>!


შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, როკერმა დაწერა და იმღერა ანტირუსული პამფლეტი "Родина, вернись домой(სამშობლო, დაბრუნდი სახლში). იქ მან მოუწოდა რუსეთს შეაჩეროს უკრაინისკენ მსვლელობა და "არ გაგიჟდეს".


იური შევჩუკმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი პოზიცია ჯერ კიდევ გასული წლის მაისში, როდესაც უფაში გამართულ კონცერტზე მან აგინა ქვეყნის პრეზიდენტს და დაგმო "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", როგორც ამ ომს რუსული მედია უწოდებს მთავრობის დავალებით.


ამისთვის მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი შედგა რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი მანეთი. ამის შემდეგ გაუქმდა მისი გამოსვლები მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, მაგნიტოგორსკში, ორენბურგში, კურგანსა და ტიუმენში.


მიუხედავად ამისა, შევჩუკი ირწმუნება, რომ არ წასულა ქვეყნიდან და არ აპირებს რუსეთის დატოვებას. თუმცა ამჟამად ის საზღვარგარეთ იმყოფება. საახალწლო არდადეგების დროს მისი ჯგუფი გამოვიდა დუბაიში, სოფიაში და ბელგრადში, თებერვალში დაგეგმილია კონცერტები ტაშკენტში და ყაზახეთში ყარაგანდაში, ასტანასა და სემეიში, გაზაფხულზე და ზაფხულში - ისრაელის თელ-ავივში და კვიპროსის ლიმასოლში.


P.S.აღასანიშნავია, რომ იური შევჩუკმა ომის დაწყებისთანავე, საკუთარი ვაჟი, პროფესიით დიჯეი, 36 წლის პეტრე (ფოტოზე)საქართველოში გამოუშვა, იგი 2023 წლის ზაფხულამდე თბილისში, ვაკეში ცხოვრობდა, როგორც რუსული პრესა იუწყება, შევჩუკის ვაჟი სანამ თბილისიდან არგენტინაში გაემგზავრებოდა, ვაკეში ნაქირავები ბინიდან გაყიდა კომპიუტერი, ორი მონიტორი და სხვა კუთვნილი ნივთები.შევჩუკის ვაჟი ამჟამად არგენტინის ქალაქ კაბაში იმყოფება.

image

1
118
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
19 იანვარი, 17:45
რუსეთში ყველას კიდია ეს ტიპი, მიუსვავენ ნავალნის და იმას უმღერებს.
0 1 1