x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"14 წლამდე ბებია დედა ეგონა, ხოლო მამა - ძმა" - საინტერესო ფაქტები ლიუბოვ უსპენსკაიაზე
image

24 თებერვალს ებრაული წარმოშობის უკრაინელი მომღერალი ლიუბოვ უსპენსკაია, პრემია "წლის შანსონის" 13 გზის გამარჯვებული 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.



მისი პიროვნების ირგვლივ მრავალი ლეგენდაა, რომელიც დაკავშირებულია მის დაბადებასთან, შემოქმედებასთან და ქორწინებასთან - მოკლედ მისი ისტორია ერთ რომანს რომ ეყოფა. ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.





*ლიუბოვი ციხეში დაიბადა, დედა მშობიარობისას გარდაიცვალა. გოგონას ბებია ზრდიდა მამის მხრიდან რომელიც 14 წლამდე დედა ეგონა, ხოლო მამა ძმა.




*როდესაც ლიუბოვი 14 წლის იყო, ბებია გაბრაზდა გოგონაზე ტუშის გამო, რომელიც მის ჩანთაში იპოვა და გაბრაზებულმა უთხრა სიმართლე მისი დაბადების შესახებ. ეს იყო ცხოვრებაში პირველი დარტყმა მომღერლისთვის, რომელიც იმ მომენტიდან დაშორდა ოჯახს, შემდეგ კი მთლიანად გაიქცა სახლიდან.




*მისი კარიერა რესტორანში დაიწყო. როდესაც ის 16 წლის იყო, მამამისი დაბადების დღეს აღნიშნავდა რესტორანში და ქალიშვილს სთხოვა ემღერა მისთვის. რესტორნის მუსიკოსებს მოეწონათ ის და მათთან ერთად სამღერად მიიწვიეს. შემდეგ ლიუბა კისლოვოდსკელმა მუსიკოსებმა წაიყვანეს, შემდეგ კი ერევანში აღმოჩნდა.

image


*რესტორნებში გამოსვლისას ის კარგად შოულობდა ფულს და სახლშიცდაც კი აგზავნიდა. 18 წლის ასაკში გოგონას შეეძლო სასტუმროში ცხოვრებაც და მანქანის ყიდვაც კი.



*ლიუბოვისთვის მეორე ცხოვრებისეული შოკი შვილების დაკარგვა იყო. დაბადებამდე მომღერალმა არ იცოდა, რომ ტყუპები ეყოლა . ერთი ბავშვი მკვდარი დაიბადა, მეორე კი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.


*უსპენსკაია ხშირად ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. ერთ დღეს ვარსკვლავმა იყიდა სახლი, სადაც დანაშაულები ხდებოდა



*როდესაც მეგობრების რჩევით ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც უკვე ელოდნენ რესტორნის მფლობელები, სადაც ის უნდა ემუშავა, მომღერალს მათ ნაცნობმა მუსიკოსებმა რეკომენდაცია გაუწიეს.


*სერიოზული მუსიკალური კარიერა 1980-იანი წლების შუა წლებში იწყება, როდესაც აშშ-ში ცხოვრების დროს ჩაწერა ალბომი «My Loved One", სიმღერები ვილი ტოკარევმა დაუწერა.


image



*უსპენსკაია რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, უფრო ხშირად სწორედ მან მიატოვა ქმრები, რადგან ისინი აფერხებდნენ მის განვითარებას და არ აძლევდნენ მოქმედების თავისუფლებას.



*

2023 წლის 7 იანვარს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, პირები „რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ აგრესიული ომისკენ, ამართლებენ და ლეგიტიმურად ცნობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას“. შეტანილია უკრაინის მიერ სანქციებლთა სიაში.ამ სიაში მოხვდა ლუბოვ უსპენსკაია, მიუხედავად იმისა, რომ იგი კიევში დაიბადა და გაიზარდა, მან პუტინის პოლიტიკას მხარი დაუჭირა.


*ბოლო ხანებში უსპენსკაია დიდ რეკლამას უკეთებს თავის ქალიშვილს ტანიას, ისინი ერთად გამოდიან სცენაზე, "ვხედავ ჩეს ქალიშვილში დიდ ვარსკვლავს"-ამბობს ის

image

ასევე იხილეთ:"ქვემოთ რომ გავიხადო უკვე ძალა აღარ მყოფნის"-ლუბოვ უსპენსკაიას მინაწერი ფოტოზე

0
169
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0