x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხუთი ყველაზე პოპულარული ქართული სიმღერა დედაზე
image

ადრე დედის დღესთან დაკავშირებით მკითხველს შევთავაზეთ 5 საუკეთესო ლექსი დედაზე, დღეს კი 5 ყველაზე პოპულარულ ქართულ სიმღერას შემოგთავაზებთ.


დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვნის თარიღებიც, თუმცა უმეტეს ქვეყნებში აღნიშვნა მარტში და მაისში ხდება.


დედის დღეს დიდი ბრიტანეთში ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან აღნიშნავენ. ის მარხვის მეოთხე კვირას აღინიშნება და აქედან გამომდინარე, მისი თარიღი მუდმივად ცვალებადია. მას დედის კვირეულს უწოდებენ. ინგლისი იყო ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოყო წელიწადში ერთი დღე "დედის დღის" აღსანიშნავად. ბრიტანეთში შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დედებისთვის ნუშის ნამცვარს ამზადებენ და მას „mothering cake“ (დედის ნამცხვარს) უწოდებენ.



თანამედროვე მსოფლიოში "დედის დღის" დამფუძნებლად აშშ ითვლება, ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს.


"დედის დღე" 3 მარტი 1991 წლიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით აღნიშნება, რომლის მიზანი იყო ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის ჩანაცვლება, რომელიც კომუნისტურ დღესასწაულთან ასოცირდებოდა.


მას შემდეგ საქართველოში მარტის დასაწყისში ორ ულამაზეს ქალთა დღესასწაულს ავღნიშნავთ.


დედაზე მრავალი სიმღერა დაწერილა, როგორც უცხოეთში, ისე ქართულ პოპულარულ სივრცეში.ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 ყველაზე პოპულარულ (და არა საუკეთესოს)სიმღერას დედაზე რეიტინგი შედგენილია you tube-ზე ნახვების მიხედვით.




5.დედა-6 მილიონი ნახვა

სიმღერის ავტორი და შემსრულებელი უცნობია




4.გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი -6, 3 მილიონი ნახვა

სიმღერა / თორნიკე კვიტატიანი /მუსიკა / დავით კალანდაძე; ტექსტი / დავით კალანდაძე & ირინა სანიკიძე /ვერსია / გელა გნოლიძე

3.შაბი კორენი-დედა-6, 8 მილიონი ნახვა

ელდარ შოშიტაიშვილის(ქსოვრელები) ქავერი


2.ნუკრი შავლიძე - დედი-9, 2 მილიონი ნახვა

ტექსტის ავტორი ბადრი შავლიძე მუსიკა და შესრულება ნუკრი შავლიძის.

როგორც ცნობილია, პროექტ “ნიჭიერი 2013″-ის მონაწილე, ბათუმელი ნუკრი შავლიძე 2017 წელს 22 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.



1.გიორგი გოგოლაური & ლადო დონღვანი დედი-10 მილიონი ნახვა

ტექსტი : გიორგი გოგოლაური მუსიკა : ლადო დონღვანი არანჟირება : ბექა გაბუნია




P.S. პოსტკრიმტუმად ჩემი მხრიდან შემოგთავაზებთ ულამაზეს სიმღერას, რომელსაც დედა შვილი: ნანა გრიგალაშვილი; თამთა ბეგიაშვილი ასრულებს .სიმღერის სახელია-"როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება "-მუსიკის ავტორი ესმა გურამიშვილი/არანჟირება ბაჩა შაიშმელაშვილის.


0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0