x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როდის და რა სიტუაციაში დაიწერა "დინამო, დინამო?"
image

10 თებერვალს მიწას მაიბარეს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, უკვდავი საფეხბურთო ჰიმნის" დინამო, დინამოს" ავტორი, კომპოზიტორი მახათას პანთეონში დაკრძალეს.


დღეს სწორედ ამ სიმღერის შექმნის ისტორიას გაეცნობით.





"ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია. ბავშვობისას მარჯანიშვილზე ვცხოვრობდი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფეხბურთელთა საკავშირო ჩემპიონატი რომ განახლდა, ბიჭები არც ერთ თამაშს არ ვაცდენდით "დინამოს" სტადიონზე.



კარგად მახსოვს ქართული ფეხბურთის ჯადოქრების - ბორის პაიჭაძის, გაიოზ ჯეჯელავას, ავთანდილ ღოღობერიძის, მიხეილ ბერძენიშვილის, ასლან ხარბედიას და სხვათა თამაში.


ერთხელ "დინამოს" სტადიონზე ტოდოს გუნდმა საკავშირო ნაკრებს 1:0 მოუგო. იმ თამაშზე გავიპარეთ ბიჭები. მეორე დღეს ვიოლინოს მასწავლებელმა ისეთი დღე მაყარა, კინაღამ მუსიკას ჩამოვშორდი.


ვიყავი და ვრჩები "დინამოს" ქომაგად. რამდენი სასახელო ბრძოლა გადაუხდიათ ჩვენს ბიჭებს. მართალია, საკავშირო სპორტკომიტეტი გასაქანს არ აძლევდა, მაგრამ 1946, 1947, 1950 წლებში დინამოელებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


1951 წელს გათამაშების ცხრილში ერთი საფეხურით აიწიეს, აი, 1953 წელს სულაც ოქროს მედლები უნდა მიეღოთ, მაგრამ მოსკოვში ძალით წაართვესჩვენებს ჩემპიონობა.


- სამაგიეროდ, ტაშკენტში?!


- უზბეკეთის დედაქალაქში 1964 წელს კიდევ ერთი გადათამაშებისას ვერაფერი მოუხერხეს ქართველ ფეხბურთელებს. გახსოვთ, ალბათ, მესხისა და მეტრეველის თაობამ რა დღესასწაული გვაჩუქა. პირველად მაშინ გამოვიდა ხალხი ქუჩაში საზეიმოდ. 18 ოქტომბრის საღამოს თბილისის ყველა ეზოში პურმარილი იყო გაშლილი და თასებით ისმებოდა დინამოელთა სადღეგრძელო.


ჩვენმა ბიჭებმა მერეც არაერთხელ გვასახელეს. სამოცდაათიან წლებში დავით ყიფიანისა და მისი მეგობრების ერა დაიწყო, განსაკუთრებით 1976 წელი დამამახსოვრდა - საბჭოთა კავშირის საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატები.


მაშინ დინამოელებმა შესანიშნავი მწვრთნელის - ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ორჯერვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, რაც მთავარია, საკავშირო თასის ფინალში ერევნის "არარატი" 3:0 დაამარცხეს და პირველად დაეუფლნენ საპატიო პრიზს.(ნაწყვეტი ვაჟა აზარაშვილის გაზეთ "ლელოსთვის" მიცემული ინტერვიუდან-2018 წ.)


0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0