x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ დაალევინეს სომხური კონიაკი ძალად სოფია როტარუს და მოპარულია თუ არა სიმღერა "ლავანდა"? - ერთი სიმღერის ისტორია
image

დღევანდელ დღეს, 26 ივნისს დაიბადა ცნობილი ესტონელი მომღერალი იაკ იოლა(გარდაიცვალა 2014 წელს ინფარქტით, 64 წლის ასაკში), რომლის შემოქმედებაში ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა სოფია როტარუსთან ერთად შესრულებულ სიმღერას "ლავანდა", სწორედ ამ ცნობილი ჰიტის შესახებ გვექნება საუბარი.



"ლავანდა" დაიწერა 1985 წელს, ცენტრალური ტელევიზიის დაკვეთით დუეტისთვის. სიმღერის ტექსტი მიხეილ შაბროვმა დაწერა, მელოდია კი ეკუთვნის კომპოზიტორ ვლადიმერ მატეცკის.


ეს სიმღერა სოფია როტარუსთვის ახალ კომპოზიტორთან და ავტორთან თანამშრომლობის დასაწყისი გახდა და ორივე მომღერლისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი.



ამავე სახელწოდების ალბომმა, რომელიც მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, მიიღო პლატინის სტატუსი.


თუმცა, მატეცკის ავტორობის ირგვლივ ბევრი ჭორი გავრცელდა: ჯერ კიდევ 1984 წლის დეკემბერში კანადელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ლეონარდ კოენმა ჩაწერა კომპოზიცია "Dance Me to the End of Love", რომელის მუსიკალური თემა ძალზეე წააგავდა "ლავანდას".

ამბობდნენ, რომ მაშინ როტარუს პლაგიატის ბრალდების შიშით, ძალზე ეშინოდა საზღვარგარეთ გასტროლებზე წასვლაო.



აი როგორ იხსენებს სიმღერის შექმნის ისტორიას ტექსტის ავტორი მიხეილ შაბროვი:


"დამირეკა ვოლოდია მატეცკიმ, რომელთანაც ვთანამშრომლობდით, ის ამბობს: ”მისმინე, ასე მგონია, რომ სასიმღერო სიტყვაა” ლავანდა”. შეგიძლია დაწერო რამე?" და წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ლავანდა, გარდა იმისა, რომ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება იყო. შევედი საცნობარო წიგნებში, ენციკლოპედიაში და წავიკითხე: „მთის ლავანდა ველური სამკურნალო მცენარეა“. ასე რომ, ჩამიჯდა თავში ეს "მთის ლავანდა" (Горная лаванда )და ამის შემდეგ საერთოდ არ ვიცოდი რა მექნა.


და სწორედ მაშინ დადგა „წლის სიმღერის“ გადაღებების დრო. მატეცკიმ ალა დმიტრიევას მელოდია მოასმენინა, მას ძალიან მოეწონა და თქვა: "ეს სიმღერა დუეტში მხოლოდ სოფია როტარუმ და იაკ იოლამ უნდა შეასრულონო!" ანუ, სწორედ მან გამოიგონა ეს ისტორიული შემოქმედებითი სიმბიოზი.


როდესაც ვალოდიამ მითხრა ამის შესახებ, რატომღაც ჩვენ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ეს აბსოლუტურად არაპერსპექტიული იყო. ახალგაზრდები და ჭირვეულები ვიყავით, გვჯეროდა, რომ როტარუმ უკვე მოჭამა თავის დრო, ( ახლა სოფია მიხაილოვნა იმედია გვაპატიებს!) მისი შემოქმედების საუკუნე დასრულდა და მას აღარ შეეძლო რაიმე ახალი გაეკეთებინა. გარდა ამისა, წარმოდგენა არ მქონდა, რაზე დამეწერა, რათა ლირიკული სასიყვარულო დიალოგი გამეკეთებინა.


ერთი თვის განმავლობაში არაფერი მომდიოდა თავში, მოკლედ არაფერი გამომდიოდა და ყველაფერი შემთხვევითობის წყალობით მოხდა!


ერთხელ თვითმფრინავში მგზავრობის დროს ავიღე ვალენტინ კატაევის თხელი ბროშურა „ახალგაზრდული რომანი“. მშვიდად მივფრინავ, ვკითხულობ და უცებ ვხედავ სტრიქონს: „ლურჯი ლავანდის ყვავილები მთებიდან ზღვამდე ეშვებიან“. ყველაფერი - ეს იყო ბიძგი! მეორე დღეს უკვე დავწერე: "ჩვენი შეხვედრები შენთან- ლურჯი ყვავილებია".(Наших встреч с тобой синие цветы».


სიმღერა შესრულდა საახალწლო ოგონიოკში, რომელსაც მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს... კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. სოფიას არ გამოსდიოდა ჩაწერა, ის ცოტა დაძაბული იყო. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რომ მოდუნებულიყო, უბრალოდ აიძულეს ძალით ცოტა სომხური კონიაკი დაელია. და ეს მსუბუქი, მოსიყვარულე მზერა, რომლითაც ის უყურებს იაკ იოლას, მის თვალებში ეს მეოცნებე რომანტიული ბზინვარება მიღწეული იქნა ამ არომატული სასმელის წყალობით"


2
533
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
533
  
2023, 26 ივნისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 ივნისი, 19:19
ჩემი აზრით, ამ სიმღერას კოენის "უკანასკნელ ცეკვასთან" საერთო არაფერი აქვს. ეგრე უამრავი მელოდია შეიძლება ჰგავდეს ერთმანეთს.
0 1 2