x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე გაყიდვადი (პოპულარული) მუსიკალური ჩანაწერები საბჭოთა კავშირში

image

ადრე გაგაცანით საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული საბჭოთა და უცხოური ფილმების რეიტინგი, ახლა შემოგთავაზებთ ყველაზე გაყიდვად დისკების რეიტინგს, როგორც საბჭოთა, ასევე უცხოელი შემსრულებლების.



საბჭოთა კავშირში თითქმის სრული მონოპოლია ეკავა ხმისჩამწერ ფირმას "მელოდია"-ს, რომელიც მსოფლიოს ტოპ-5 უმსხვილესი ლეიბლების სიაში შედიოდა, ვთქვათ ისეთები როგორებიც იყვნენ Atlantic Records ან EMI.მაგალითად მარტო 1970 წელს "მელოდიამ" 200 მილიონი დისკი გამოცა, ამის გარდა ექსპორტს ეწეოდა 90 ქვეყანაში."მელოდიის" ფილიალები მთელს საბჭოეთში იყო.მათ შორის იყო ცნობილი აპრელევსკის, , მოსკოვის, ლენინგრადის, რიგის, თბილისის, ტაშკენტის სტუდიები და სხვა.


გაყიდული ჩანაწერის დათვლა სრულიად მარტივად ხდებოდა, შეკვეთის ნომერი და ტირაჟი.


image

ახლა კი გავეცნოთ ვველაზე გაყიდვად საბჭოთა შემსრულებლების ჩანაწერებს.


სრულიად მოსალოდნელი იყო პირველი ადგილი, ძნელად ჩაივლიდა იმ დროს რაიმე საზეიმო სუფრა, რომ ლატვიური სინთიპოპ ჯგუფის Zodiac-ის ალბომი Disco Alliance(1980) არ გაჟღერებულიყო.გაიყიდა თითქმის 6.5 მილიონი ასლი.

image

მეორე ადგილზეა ვლადიმერ ვისოცკის სიმღერები(1980) 4, 2 მილიონი ასლი.


image

მესამე ადგილს ისევ ლატვიური ჯგუფი Zodiac-ის იკავებს ალბომით Музыка во Вселенной(1982) 3, 8 მილიონი ასლი.


image

პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

ჯგუფი/შემსრულებელი / ალბომის დასახელება/ წელი ტირაჟი

image



ახლა კი გადავიდეთ უცხოელ შემსრულებლებზე.უნდა ავღნიშნოთ, მიუხედავად გარკვეული ცენზურისა, "მელოდიის"მიერ გამოცემული დასავლელი შემსრულებლების ალბომები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, სსრკ-ს დაშლამდე 200 -ზე მეტი მუსიკოსის ჩანაწერი გამოიცა, მათ შორის იყო ექსკლუზიურად "მელოდიის"ლიცენზიით, მაგალითად პოლ მაკარტნის დისკი "Снова в СССР"(1988), ეს ალბომი ევროპაში და აშშ-ში მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოიცა.


სანამ რეიტინგზე გადავიდოდეთ, ჩემდა გასაკვირად ტოპ-100 -ში ვერ მოხვდა ჯგუფ QUEEN-ის მულტიპლატინური ალბომი GREATEST HITS I(1981), რომელმაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში პლატინის და ოქროს სტატუსი შეიძინა, როგორც ჩანს, საბჭოთა მსმენელს დიდად გულზე არ დაეხატა ჯგუფის ეს ნაკრები .-სულ გაიყიდა 31 ათასი ასლი.

ასევე საკმაოდ მოკრძალებული ადგილი დაიკავა შვედურმა ჯგუფმა ABBA-მ, მხოლოდ 88-ე ადგილი, რაც საკმაოდ უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ ამ ჯგუფის სუპერპოპულარობას და იმასაც, რომ საბჭოთა ცენზურა ამ ჯგუფზე ფაქტობრივად არ ვრცელდებოდა და საკმოდ აქტიურად ტრიალებდა ტელე თუ რადიოეთერში.თუმცა ამასაც გარკვეული ახსნა აქვს, როგორც ირკვევა, აპრელევსკის გრამფირფიტების ქარხანა სხვა ფილიალებისგან განსხვავებით ყოველთვის არ მიუთითებდა ლიცენზირებული ალბომების ტირაჟს, არა და უმეტესი ალბომები სწორედ იქ იბეჭდებოდა; ამიტომ სიაში არ მოხვდა Wings-ის Band on The Run(1973) ჯონ ლენონის Imagine, ABBA-ს Voulez-Vous-1979.


ახლა კი გადავიდეთ რეიტინგზე. ნამდვილი სიურპრიზია პირველ ადგილზე გასული .ესაა ჰოლადიური პოპ-დისკო Teach-In ალბომით Festival(1975), ძალიან ცოტას თუ ეხსომება ეს ჯგუფი, თუმცა სიმღერა ამ ალბომიდან "Ding-a-dong" ყველას ეხსომება, თან მით უმეტეს ევროვიზიაზე გაიმარჯვა ამ სიმღერით.სულ გაყიდულია 1.69 მილიონი ასლი.

image

მეორე ადგილზე გავიდა ფრანგული სინთი-პოპ და სპეის-დისკო ჯგუფი Space ალბომით MAGIC FLY (волшебный полёт)-1977бსულ გაიყიდა 1, 65 მილიონი ასლი.

image

მესამე ადგილი დაიკავა საქველმოქმედო ნაკრებმა Various -"Greenpeace Rainbow Warriors / Гринпис-прорыв"(1989 მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით-1, 3 მილიონი ასლი.

image

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

image


სრულ რეიტინგს (ტოპ 100 საბჭოთა და უცხოური)გაეცანით <<ამ ბმულზე>>

0
74
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0