x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ორ ნათლიაზე მეტის არჩევა საპატრიარქომ აკრძალა - სინოდის განჩინება
image

.

ნათლობისას ორ ნათლიაზე მეტის არჩევას ვეღარ შეძლებთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოში 2 ნოემბერს გამართული წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს. განჩინება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც ამის შესახებ დეტალურადაა განმარტებული.

.


სინოდის განჩინების თანახმად, ნათლია უნდა იყოს ერთი, ან ორი, (ქალი და მამაკაცი). მესამე ნათლია დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ნათლავს.

.

წმინდა სინოდის სხდომაზე ღიად ითქვა, რომ ბოლო ხანს მავნე პრაქტიკა დაინერგა და ნათლიების რაოდებობა წარმოუდგენლად გაიზარდა.

.

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე, - მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა: ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას, ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში, გამონაკლისის სახით, ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა, ნებადართულია, მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.

.

უცნობია, შეეხება თუ არა შეზღუდვა ჯვრისწერის დროს მეჯვარეების სიმრავლეს.


3
73
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
73
  
2023, 4 ნოემბერი, 9:18
ისე კი,საკუთარ თავს დაუსვით კითხვა,რატომ აიყვანა ქრისტემ იოანე და არა 12 მოციქული,ვითომ არ მონათლავდნენ? აღქმაშია პრობლემა,ვერც გებულობს უმეტესობა ამას და ეკლესია არ ცდილობს აუხნას ეს ამბავი. ხომ დადგინა სინოდმა,თუმცა რას რატომ აკეთებს ან რატომ არ შეიძლება არ ხსნის,რაც გაურკვევლობაში აგდებს ადამიანს. გამოხმაურება ისეთი ქონდა,ზოგიერთს გონია რო თუ 3 ან მეტი ნათლია ყავს უნდა მოინათლოს თავიდან და ახსენებენ ტერმინს "გადანათვლა" და ეს რას ნიშნავს გაუგებარია. ჩემს მაგალითზე გეტყვით,მყავს ორი ნათლია,ერთი რუსეთში წავიდა და იქ გარდაიცვალა,თვალით არ მყავს ნანახი,ხოლო მეორე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩემმა ახლობელმა გაიარა კონსულტაცია თავის მოძღვართან,მასთან ერთად მესაუბრა "გადანათვლაზე",რაც შოკი იყო ჩემთვის. ჩემს ნათლებს შეექმნათ პრობლემა,დრო იყო ესეთი და წავიდნენ აქედან,თუმცა ეს არ ნიშნავს რო მათ უარი თქვეს ჩემზე ან მე მათზე. თუნდაც ასე იყოს,შეუძლებელი ამბავია ადამიანის "გადანათვლა". ინათლები იმიტომ,რომ გახდე ქრისტიანი და არა იმის გამო რო ნათლიამ თავზე ხელი გისვას სულ(პრობლემა არ არის თუ ამას აკეთევბს). განეორებით გაქრისტიანებული გამოდის "გადანათლული" ადამიანი,ხოდა ეს შესაძლებელია? თუ ქრისტიანი ხარ,მაშინ რა საჭიროა მეორე ან მესამე ნათლობა? აქ ხაზს ვუსვავ ქრისტიანს და არა წვეროსებისიანს,ეს ორი განსხვავებული რამ არის.
2023, 4 ნოემბერი, 9:06
რატომ ხდება ასე? იმიტო რო ფული გააკეთონ და გაღლიტონ ადამიანები,ნათლიაზე კონკრეტული "სტავკა" აქვთ დაწესებული და რაც მეტი იქნება ე.წ. ნათლია,უფრო მეტი ქეში შევა წვერიანთან. ნათლობის რიტუალი სათავეს იღებს იოანეს მიერ ქრისტეს იორდანიაში მონათვლიდან,იოანემ განბანა ქრისტე და ეს მარტომ გააკეთა,ამიტომ ნათლია არის ერთი და არა ასი.შესაბამისად,ეკლესია იცავს ამ წესს,რამეთუ განბანვას მარტო ასრულებს მამაო,ხოლო ფულს მეორე მხრიდან აკეთებენ,ატერორებენ ნათლიებს. ეს არის მაგალითი იმის,თან წესიც დაიცვა და თან ფულიც აკეთო,თუმცა ერთი "პრაკოლი" არის,ადამიანების გამოშტერება და მოტყუება,რაც ცოდვათა რიგებში გადის. თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ რელიგია არის ყველაზე კარგი და ამავე დროს ყველაზე საშიში ნარკოტიკი. როგორც ნარკომანს არ მოეკითხება ჭკუა,ისე მორწმუნე ფანატიკოსებს არ მოეთხოვებათ აზრი. აგერ,მხოლოდ იმიტომ უჭერენ ისრაელს მხარს,რომ ის არაბებს ხოცავს,ხოლო არაბები იმიტომ ამართლებენ აფეთქებებს,ის ქრისტიანებს ხოცავს. რელიგიური განსხვავება არის საკმარისი მხარის ასარჩევად,არა ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლება. სამწუხაროდ,კაცობრიობა და საქართველო ისევე შორს არის რწმენისგან,როგორც თავის დროზე სოდომი. ქრისტიანისთვის,მთავარი ღირებულება უნდა იყოს ადამიანი და მისი სიცოცხლე,არანაირად არ მართლდება ადამიანის მოკვდინება და არც არავის მიეტევება. ეკლესია სტყუის,როცა ამის იმედს აძლევს ადამიანებს,რადგან სხვას წაართვა ღმერთისგან მინიჭებული უფლება,ეს არის მიუტევებელი. სუიციდის პატიება უფრო შესაძლებელია,ვიდრე სხვისი მკვლელობის,რამეთუ არ იყენებ შენს სიცოცხლის უფლებას,თუმცა არც ეს არის კარგი საქმე და ჭკუათმყოფელი ადამიანი ამას არ იზავს.
2023, 4 ნოემბერი, 8:50
ეკლესიაც იყენებს ტერმინს "ნათლიას",როცა ეგრე არ არის. ადამიანისთვის ნათლია არის ის,ვინც ასრულებს წყლით განბანვის რიტუალს ე.ი. ის მღვდელია ნათლია,რომელმაც განბანა ადამიანი.ის ხალხი,ვისაც ნათლიებად მოიხსენიებენ არიან ნათლობის რიტუალის მოწმეები და არა ნათლიები. მოწმე შეიძლება იყოს ბევრი,ხოლო ნათლია ერთი. არც ის არის მართალი,ილია II არის მესამე და მეტი ბავშვის ნათლია,რადგან ის თვითონ არ ასრულებს ამ რიტუალს და შესაბამისად,ნათლია არ არის. წყლის კურთხევა ასრულებს,თუმცა განბანვას კონკრეტული სასულიერო პირი ასრულებს. ეს იყო ტყუილი,თუმცა გამართლებული ტყუილი,რამეთუ მიზანი იყო შობადობის გაზრდა.
0 1 3