x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის!
image

ქრისტიანულ სამყაროში ბავშვის ნათლობა მთელი ოჯახისთვის წმინდა დღესასწაულია. ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა თავად ნათლიის არჩევას აქვს.


ნათლიდედა და ნათლიმამა ის ადამიანები არიან, რომლებიც პატარას სულიერი ცხოვრების დაწყებაში და ცდუნებების დაძლევაში უნდა დეხმარნონ. აქედან გამომდინარე, ნათლიის არჩევა ბავშვის მთელ მომავალ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.


image
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ნათლიად არჩევა არ შეიძლება ან არ არის რეკომენდებული. ასეთებია:



1. გოგონა 14 წელზე ნაკლები ასაკის და ბიჭი - 15 წელზე ნაკლები ასაკის. სხვა ადამიანის სულიერი აღზრდით დაკავება მხოლოდ ამ ასაკის მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.


2. ბერი ან მონაზონი.


3. ფსიქიურად დაავადებული ადამიანი.


4. რეკომენდებული არ არის ნათლიებად ცოლ-ქმრის არჩევა. აქედან გამომდინარე, ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინებაც იკრძალება.


5. ნათლიები ვერ იქნებიან ასევე ბავშვის ბიოლოგიური დედა და მამა.


image

არსებობს ასევე ცრურწმენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ნათლიის არჩევაზე:


1. ბევრს სჯერა, რომ გოგოს ნათლიად არ უნდა აირჩიო გაუთხოვარი ქალი, ხოლო ბიჭის ნათლიად - დაუოჯახებელი მამაკაცი. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს მხოლოდ ცრურწმენაა, რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.


2. კიდევ ერთი ასეთი ცრურწმენა უკავშირდება ორსულ ქალებს, რომელთა ნათლიად არჩევაზეც ხშირად ამბობენ უარს. ეკლესია ამას არ კრძალავს. ამ დროს გასათვალისწინებელი მხოლოდ ის არის, შეძლებს თუ არა ნათლობის მთელი რიტუალის განმავლობაში ორსული ქალი ფეხზე დგომას, ანუ მისცემს თუ არა ჯანმრთელობა და ორსულობის ვადა მას ამის საშუალებას.


image

ადამიანის მონათვლა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ხდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ხელმეორედ ნათლობა. აქედან გამომდინარე, შვილისთვის ნათლიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა.




მასალა თარგმნილია რუსულენოვანი გვერდიდან და არ ეყრდნობა ქართული ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!

image

2. რატომ კურნავს ნაკურთხი წყალი - რა დაადასტურა სამეცნიერო კვლევებმა

image

3. სინამდვილეში რა არის და რა თვისება აქვს ენდროს - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

4. ჯეჯილის სასწაული თვისება - ეს აქამდე არავინ იცოდა!

image

5. რა საოცარი თვისება აქვს ბზას და რატომ არის იგი "ბზობის" სიმბოლო - ეს ბევრმა არ იცის!

image

1
17977
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
17977
  
2017, 6 მაისი, 15:03
რუსულენოვანი რა შუაშია, ისინიც ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც ჩვენ და რაც აქ წერია, სრული სიმართლეა, მხოლოდ ერთს დავამატებდი, ასევე არ შეიძლება ნათლიად ავირჩიოთ აღკვეთილი მოძღვრის მრევლის წევრი.
0 1 1