x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა განსხვავებაა საბჭოთა/რუსულ ტანკებსა და დასავლურ ტანკებს შორის, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები
image
ტანკმშენებელი სკოლა ყოფილ საბჭოთა ბლოკში მოწოდებული იყო ტანკები შეექმნა, როგორც შემტევი საშუალება. ეს კი ნიშნავდა, რომ მათი უპირატესობა უნდა ყოფილიყო სისრაფე და მაღალი მობილურობა. აქედან გამომდინარე ამ სკოლის ტანკები დასავლურ ტანკებთან შედარებით ბევრად მსუბუქი და დაბალი პროფილისაა, გარდა ამისა აღჭურვილია ქვემეხის თვითდატენვის ავტომატიზირებული სისტემით ეკიპაჟის რაოდენობის შესამცირებლად და სწრაფსროლის გასაზრდელად.

image


საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკებს ჰყავს ეკიპაჟში 3 წევრი, მეთაური-მძღილი და მსროლელი.
თუმცა ისეთ ტანკებს, როგორიცაა Т64, Т72 და Т90, შემცირებული აქვთ ქვემეხის მოტრიალების კუთხე.

როგორია დასავლური ტანკების უპირატესობა საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკებთან შედარებით?

საბჭოთა ტანკები ბევრად მსუბუქები და დაბალი პროფილისაა ვიდრე მათი დასავლული ანალოგები, რაც ართულებს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გამშვებისათვის მათ "ჩაჭეერას" (თუმცა "ჯაველინმა" დაამტკიცა, რომ ეს თეორია მთლად მართებული რომ არაა), გარდა ამისა სწრაფსროლისათვის აღჭურვილია ქვემეხის დატენვის ავტომატიზირებული სისტემით. საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკების შდარებით დაბალი წონა გამოწვეული იყო არსებული ხიდების და სამხედრო ეშელონის ვაგონების გამტარიანობაზე, ხიდს და ვაგონის პლატფორმას უნდა გაეძლო ტანკების წონისათვის.
საბჭოთა/რუსულ ტანკებს გააჩნია შეიარაღბაში დამატებით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, რომელსაც ტანკის ქვემეხი ისვრის.

დასავლური ტანკებისგან გნსხვავებით საბჭოტა/რუსული წარმოების ტანკების ჯავშანი არაა ისეთი სქელი, როგორიცაა დასავლური ტანკების ჯავშანი, რადან საბჭოთა/რუსულ ტანკებში გამოყენებულია დინამიური დაცვის ელემენტები და კომბინირებული დაცვის სისტემა, რომელმაც იდეაში უნდა მოახდინოს მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის თავაკის "დაბნევა" და სამიზნიდან აცდენა.

საბჭოტა/რუსული წარმოების ტანკებში ბევრად მცირე სივრცეა, თავად ამ ტანკების წარმოება ბევრად იაფი ჯდება მარტივი ელექტრონიკის გამო.

დასავლური და საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკებში საბრძოლო მასალის განლაგება განსხვავებულია:


დასავლურ ტანკმშენებელი სკოლის კონცეფციაში ტანკი აღიქმება, როგორც თავდაცვითი საშუალება, შესაბამისად მათი ზომები და წონაც ბევრად დიდია, ვიდრე საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკები.

დასავლურ ტანკებში გარდა ფრანგული "Leclerc"-ისა, გამოყენებულია ქვემეხის ხელით დატენვა.

საბჭოთა/რუსული ტანკების უმთავრეს ნაკლოვანებად დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან (რეალურ ბრძოლაში მინახავს რუსული თუ უკრაინული ტანკის საბრძოლო მასალის დეტონაცია, რაც ეკიპაჟს გადარჩენის შანსს არ უყოვებს) ესაა საბრძოლო მასალის განლაგება, თუ დასავლურ ტანკებში საბრძოლო მასალა უკანა ნაწილშია მოთავსებული და მისი აფეთქების შემთხვევაში ეკიპაჟის წევრებს გადარჩენის დიდი შანსი აქვს, დამცავი ბარიერის გამო, საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკებში საბრძოლო მასალა განლაგებულია "კარუსელის" (ქრეზე მოტრიალე საქანელა) პრინციპით, ტანკის ჯავშნის გარღვევის შემთხვევაში ხდება ტანკის კოშკურის ირგვლივ განლაგებული საბრძოლო მასალის დეტონაცია კოშკურას გლეჯს ტანკის კორპუსიდან, შესაბამისად ტანკის ეკიპაჟს გადარჩენის არანაირი შანსი არა აქვს.

დასავლელი კონსტრუქტორების კონცეფციით, საბრძოლო მასალა ეკიპაჟისაგან მოშორებით უნდა იყოს, რათა ტანკზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის რაკეტის მოხვედრისას ეკიპაჟი გადარჩეს.

უკრაინაში რუსებმა დააზიანეს გერმანული "ლეოპარდები", მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა საბრძოლო მასალის დეტონაცია, მეტიც ტანკების ბრძოლის ველიდან ევაკუაციაც კი მოხერხდა რაკეტის და ყუმბარის მოხვედრის შემდეგ.

0
310
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
310