x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დედა-სამშობლო გვეძახის!"-ვისი პროტოტიპი გამოიყენა საკულტო პლაკატზე ირაკლი თოიძემ?
image


საკულტო პლაკატი, დედა-სამშობლო გვეძახის! ( Родина-мать зовёт!) — დიდი სამამულო ომის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლაკატია, რომელიც შექმნა ქართველმა მხატვარმა ირაკლი თოიძემ 1941 წელს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს. შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია და დისკუსიის საგანს წარმოადგენს. პლაკატი მოიწონა იოსებ სტალინმა, რომელმაც ბრძანა მისი 5-მილიონიანი ტირაჟით გამოცემა და პარტიის ყველა ქალაქკომში, რაიკომსა და სამხედრო კომისარიატში დარიგება.


პლაკატმა გარკვეული როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მებრძოლების სულისკვეთების ამაღლებაზე და პატრიოტულ სიმბოლოდ იქცა.პლაკატზე განთავსებულია სამხედრო ფიცი.


თოიძის შვილის, ალექსანდრეს მოგონებით, მხატვარს უყვარდა ანდრეი ბელის შემოქმედება, რომელსაც აქვს სტრიქონი: „ნება მიბოძე, ო დედა-სამშობლოვ...“; შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა პლაკატის შინაარსის საფუძველი.



მაგრამ მთავარი კითხვა, ვისი პროტოტიპი გამოიყენა მხატვარმა პლაკატის შესაქმნელად?

image

აი, რას იხსენებს ალექსანდრე თოიძე:



- როცა რადიოთი გამოაცხადეს, რომ ფაშისტები თავს დაესხნენ სსრკ-ს, დედაჩემი საშინლად შეშინდა. იგი ყვირილით შევარდა მამის სახელოსნოში -"ომია!", მამამ უპასუხა: "გაჩერდი, მასე იყავი და არ განძრეო!"

image

მხატვარმა მეუღლის, თამარ თოიძის ესკიზი მოხაზა, შემდეგ შეარბილა ქართული ნაკვთები და ოდნავ დააბერა ახალგაზრდა ქალი (მაშინ თამარი 37 წლის იყო)პლაკატში ისე, რომ დედის პროტოტიპი გამოსულიყო.


image

0
277
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0