x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხელოვნებათმცოდნემ ამერიკული ფილმის ყურების დროს შემთხვევით აღმოაჩინა ნახატი,რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა

image
გენგელი ბარკი უნგრეთის ნაციონალური მუზეუმის თანამშრომელია.ერთ ჩვეულებრივ დღეს იგი უყურებდა მორიგ ჰოლივუდურ ფილმს და შეამჩნია კედელზე დაკიდული ნახატი, რომელიც ძალიან წააგავდა გამოჩენილი უნგრელი მხატვრის, რობერტ ბარენის ნამუშევარს"მძინარე ქალი შავი ლარნაკით", რომელიც 1928 წელს გაქრა და იმის შემდეგ არავის უნახავს.

ექსპერტს ამ ნახატის მხოლოდ შავ-თეთრი ასლი ჰქონდა ნანახი, რომელიც 1928 წლის გამოფენაზე იყო გადაღებული.ექსპერტი ქალიშვილთან ერთად უყურებდა ამერიკულ საბავშვო ფილმს "Stuart Little"-ს.."როდესაც სურათი რამდენჯერმე გამოჩნდა ეკრანზე, მე მქონდა იმის შესაძლებლობა დავრწმუნებულიყავი, რომ არ გავგიჟებულვარ"-აცხადებს გენგელი.
image

მან ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა წერილი Sony Pictures და Columbia Pictures და აი პასუხიც მიიღო: როგორც აღმოჩნდა ფილმის რეჟისორმა ნახატი სულ რაღაც 500$-ად შეიძინა პასადენას(შტატი კალიფორნია)ერთ-ერთ ანტიკვარულ მაღაზიაში.ფილმის გადაღების დროს რეჟისორმა გადაწყვიტა ნახატი ლიტლების ოჯახის დეკორაცია ყოფილიყო.
image

ამჟამად უკვე ნახატი სამშობლოში დაბრუნდა.13 დეკემბერს ბუდაპეშტში გაიმართება აუქციონი.ნახატის საწყისი ღირებულება 110 000$-ია.

image

0
63
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0