x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
100 მილიონი ევროს ღირებულების ნახატს, რომელიც სამუდამოდ დაკარგული ეგონათ, იტალიური ოჯახი ინახავდა
image

ამ დღეებში, იტალიაში დასრულდა იდუმალებით მოსილი ისტორია, რომელიც ღირსია ფილმის ეკრანიზაციისთვის "და ვინჩის კოდის" სტილში.


როდესაც რამდენიმე კვირის წინ, პატივცემულმა მოქალაქე მიქელე სომამ მიაკითხა ნელო დ'აურიას, ქალაქ გრანანოს მერს, რომელიც მდებარეობს ნეაპოლის მახლობლად და ტირილით უთხრა, რომ მან იცოდა, სად იყო ნახატი "მადონა და ბავშვი", რომელიც ნახევრი საუკუნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ოფიციალურმა პირმა უბრალოდ არ დაიჯერა მისი სიტყვები.


მართლაც, ვინ არ ჩათვლიდა ფანტაზიად, რომ ამ მხარეში კარგად ცნობილი სომას ოჯახი 50 წლის განმავლობაში საკუთარ სახლში ინახავდა მსოფლიოში ცნობილ ნახატს, რომლის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ევროა. მათი მიზანი, ისევ ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, იყო ოსტატის დიდი შემოქმედების დაცვა კულტურულ ფასეულობებზე მონადირეების მხრიდან.



წარმოიდგინეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადმინისტრაციისა და კარაბინერის განყოფილების გაოცება, როდესაც სამშაბათს, 28 ნოემბერს, ორიგინალი „მადონა და ბავშვი“ სპეციალისტებს გადაეცათ. თუმცა, მისი მდგომარეობა შელახულია და სერიოზული რესტავრაცია დასჭირდება.


„ახლა ის გადაეცემა კულტურის სამინისტროს ინსტიტუტს, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნების ნიმუშების რესტავრაციებზე, რათა დაიწყოს ნახატის შესწავლისა და შეფასების პროცესი“, - განუცხადა პრესას მარიანო ნუზო, რომელიც კურირებდა პროცესს.


მოსალოდნელია, რომ ოსტატის ქმნილება, რესტავრაციის შემდეგ, სტაბიის ერთ-ერთ მუზეუმში გამოიფინება.


სანდრო ბოტიჩელის დაახლოებით 1490 წელს დახატულ ნამუშევარს „მადონა და ბავშვი“ უნიკალური ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მასზე გამოსახული ქალი მხატვრის მუზაა, გოგონა, რომელსაც ის შეყვარებული იყო, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და შთააგონა მხატვრას ათობით ნამუშევარი.

0
532
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0