x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მილიონობით ადამიანს აქვს ნანახი, თუმცა ავტორი თითქმის არავინ იცის

image

გაიცანით ! რობერტ ე მაკგინისი Robert McGinnis



ამერიკელი მხატვარი და ილუსტრატორი რობერტ მაკგინისი დაიბადა 1926 წლის 3 თებერვალს ცინცინატიში (ოჰაიო, აშშ).

image


რობერტი მსოფლიოში ცნობილი მხატვარია. მისი ხელოვნების აღიარების ნიშნად, ის 1993 წელს ილუსტრატორთა საზოგადოების დიდების დარბაზში აირჩიეს.



რობერტის ნამუშევრები მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს იცნობს, მაგრამ აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, რომ რობერტი ამა თუ იმ ნაცნობი ნახატის ავტორია.

image


რობერტმა შექმნა 1200-ზე მეტი წიგნის ყდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1960-იან და 1970-იან წლების მხატვრული ლიტერატურის ბუმის ფონზე. მისი ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა ჟანრსა და თემას, დეტექტიური რომანებიდან დაწყებული თრილერებამდე, გოთიკური თუ სასიყვარულო რომანებითა და თუ ისტორიულ სათავგადასავლო ისტორიებით, რომელიც ვითარდება ძველ დასავლეთში.

imageimage


ის ბონდიანის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია.

image


მის მიერ დახატული ფილმების პოსტერებზე გამოსახულია ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა ოდრი ჰეპბერნი, შონ კონერი, როჯერ მური, უოლტერ მატაუ, ჯეკ ლემონი, ჯეინ ფონდა, ბერტ რეინოლდსი, რაკელ უელჩი და ჯეიმს კობერნი.

image

image

რობერტი ასევე ქმნის გალერეის ნახატებს, რომლებიც ასახავს მის საყვარელ სიუჟეტებს: მოდური ქალბატონები, პეიზაჟები და ძველი დასავლეთის სცენები.


image

რობერტი ძალიან მოკრძალებული და უპრეტენზიო ადამიანია, ის ცხოვრობს ხატვისთვის ..

image

მხატვრის სავიზიტო ბარათი გახლდათ მაცდუნებელი ქალის გამოსახულებები.

მცხოვანი მხატვარი ამჟამად 98 წლისაა.


image



0
332
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0