x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ტანზე დამბურძლა" - ინგლისელები კონჩიტა ვურსტის გამოსვლით მოიხიბლნენ (ვიდეო)
image

ნაციონალური ლატარიის " Big Eurovision Welcome მაყურებლებს ორშაბათს კონჩიტა ვურსტის გამოსვლის შემდეგ ტანზე დაბურძგლათ.


ავსტრიელმა მომღერალმა, 34 წლის კონჩიტამ, რომლის ნამდვილი სახელია თომას ნოივირტი, შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით "Rise Like a Phoenix".


იგი გასულ კვირას დაბრუნდა სცენაზე ლივერპულში და გამოვიდა მსმენეთა წინაშე კონკურსის შაბათის ფინალის წინ, ხოლო სიმღერა, რომლითაც გაიმარჯვა კონკურსზე 2014 წელს, ორშაბათს გადაიცა BBC One-ზე.



მუსიკის თაყვანისმცემლები იმდენად აღფრთოვანებული იყვნენ მისი ვოკალით, რომ სოციალურ ქსელში უამრავი საქებარი კომენტარი დაწერეს დაწერეს:


"ტანზე დამბურძლა" დაწერა ერთ-ერთმა მსმენელმა, მეორემ მის გამოსვლას "შთამბეჭდავი" უწოდა და ათან დასძინა, რომ მომავალში კარგი იქნება, თუ კვლავ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.


"კონჩიტა ვურსტი ჯერ კიდევ საოცრად გამოდის, ალბათ, მისი #Eurovision-ზე დაბრუნება ახლოს არის?"


სხვამ კი აღნიშნა: "ვფიქრობ, თუ კონჩიტა ვურსტი კიდევ გამოვიდოდა " ევროვიზიაზე" მისი გამარჯვების შემდეგ, ის ყოველ წელს გაიმარჯვებდა".

image


"უბრალოდ ვიტყვი, კონჩიტა ვურსტი "ევროვიზიის "უპირობო დედოფალია, "-აღნიშნავენ კომენტარებში.



შეგახსენებთ, კონჩიტა ვურსტი არის ე.წ. დრაგ-ქუინი( შემსრულებლები, ხშირად ჰომოსექსუალი ან ტრანსსექსუალი მამაკაცები, გადაცმული საპირისპირო სქესის ე.წ „დრაგ“ ტანსაცმელში) ვურსტის როლში მომღერალი ქალის ხმით საუბრობს და მღერის.


2018 წელს კონჩიტა ვურსტმა აღიარა, რომ შიდსი აქვს და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის.


0
186
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0