x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მომიბრუნდა და სიცილით მითხრა - "შენ ვინ "კაცცო" ხარ?!" - რა ისტორიას ჰყვება ქართველი ჟურნალისტი
image

იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აქვეყნებს, როგორ შეიპარა ფეხბურთელების გასახდელში "ნეაპოლის" ფანი სალვატორე, რა დროსაც "ნეაპოლი" ფაქტობრივად ჩემპიონი გახდა:


"ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იტალიაში, სტადიონზე, იცის, როგორ მკაცრად მოწმდება ვინ, სად, როგორ და როდის შედის. მიუხედავად ამისა, უდინეში, სადაც ნაპოლი ფაქტობრივი ჩემპიონი გახდა, ნეაპოლელი ფანი, სალვატორე, ფეხბურთელების გასახდელში ისე შეიპარა, ვერავინ ვერაფერი შეამჩნია.


ცრემლებამდე ვიცინე რომ ყვებოდა: ”ნი ვიჟუს” (ეს მე მოვთარგმნე ასე) ეფექტი გამოვიყენე. მატჩი რომ დამთავრდა ქვემოთ ჩავედი, ტელეფონიდან თავი არ ამიწევია, ჯიუტად მივდიოდი წინ. ასე მივადექი გასახდელს. გასახდელში რომ შევედი, ჯერ კიდევ არავინ იყო, ფეხბურთელები, ისევ მინდორზე ზეიმობდნენ.



პირველი ლობოტკა შემოვიდა, მხოლოდ ტრუსები ეცვა, ხელში შარფი და მაისური ეჭირა, ვთხოვე მოეცა. მერე ქამარი ცოტა შევიხსენი, რომ საჩუქრები შარვალში დამემალა.


ცოტა ხანში კვარა, კიმი და დანარჩენები შემოვიდნენ. ყველა ერთად მღეროდა, მეც მათთან ერთად ვხტუნაობდი, როგორც მათიანი, ისე აღვნიშნავდი გამარჯვებას.


ვის რა მაისურს ვართმევდი აღარ ვიცი, თავი პატარა ბავშვი მეგონა ატრაქციონების პარკში, სანამ რაჰმანიმ არ შემამჩნია. მომიბრუნდა და სიცილით მითხრა - “შენ ვინ “კაცცო” ხარ”?! დაცვამ გასასვლელისკენ წყნარად გამომაცილა. ერთი სურვილი მაქვს, რაჰმანი ვნახო და ვუთხრა, რომ მე ვიყავი". მიყვარან ნეაპოლელები".

ასევე ნინა მამუკაძე-სორდინი აზიარებს ძველ ვიდეოს, სადაც "ნაპოლის" მწვრთნელს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კითხვას უსვამს.
შეგახსენებთ, ნეაპოლის "ნაპოლი", სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, 33 წლის შემდეგ ისტორიაში მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სერია A-ს დასრულებამდე 5 კვირით ადრე, მანამდე სამხრეთ იტალიურმა კლუბმა მარადონას ტრანსფერის შემდეგ პირველი ჩემპიონობა 1987 წელს, ხოლო მეორე 1990 წელს მოიგო.



image

ასევე დაგაინტერესებთ


ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ქართველებისთვის ალბათ მშობლიური გუნდების შემდეგ ყველაზე საყვარელი გუნდი გახდა, იტალიური ნეაპოლის "ნაპოლი", თუ რატომ ეს ყველას კარგად მოეხსენება, იქ ხომ ჩვენი ვარსკვლავთბიჭუნა. ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, რომელიც დღე-დღეზე, შეიძლება უკვე იტალიის ჩემპიონი გახდეს და ამას ბევრი ჩვენი თანამემამულე ისევე იზეიმებს, როგორც ნე...



როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს, რომლის სახელია ხვიჩა. ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი, რომლის წინასიტყვაობა, როგორც ირკვევა მწერალ- ა



ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ "ნიუ-იორკ თაიმსმა" ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მეორე ვრცელი სტატია მიუძღვნა, პირველად ამერიკული გამოცემა ხვიჩას შესახებ გასული წლის ოქტომბერში წერდა, 14 მარტს კი ხვიჩას შესახებ მეორე სტატია დაიდო, რომლის ავტორიც არის საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმიტი (Rory Smith), ეს ფაქტი იმით უფრო არის საა...



როგორც ცნობილია მწერალი გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს და შესაბამისად ფეხბურთელზე და მის ოჯახზე საინტერესო ცნობებს და ისტორიებს აგროვებს, ამჯერად კეკელიძე ხვიჩას ბებიაზე გვიყვება საინტერესო ამბავს: "ახლა ნაკიფუში ვარ. ხვიჩა კვარაცხელიას ბიძის, თამაზ კვარაცხელიას ოჯახში. მიყვება ბატონი თამაზი, რომ ხვიჩას ბებ...

5
548
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
548
  
2023, 13 მაისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 17:56
ვულოცავ დედამო.......ლ ზურმუხტისთვალებას და გამოსი.......ლ მარტოხელა მონადირეს ხვიჩა კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა ს ;) მიერ სკუდეტოს მოგებას, კიდებ ბევრჯერ დაბოღმილიყავით. )))))))))))))))))))))))) პ.ს. მხედრიონელების დედაც .......................!
2023, 11 მაისი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5