x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელს შესაძლოა 9 წელი პატიმრობა მიუსაჯონ
image

პროკურატურა ფეხბურთელ ალვესისათვის სექსუალური ძალადობის საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.




ესპანეთის ქალაქ ბარსელონას პროკურატურამ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის, ბრაზილიელი დანიელ ალვესის დასჯა მოითხოვა. ამის შესახებ El Periodico იუწყება.


პროკურატურა ითხოვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს ფეხბურთელს სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის, იუწყება გამოცემა. გარდა ამისა, ფეხბურთელს დაზარალებულისთვის კომპენსაცია- 150 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.


image

ალვესს ბრალი 31 ივლისს წაუყენეს. ბარსელონას სასამართლომ დაასკვნა, რომ ფეხბურთელმა გააუპატიურა გოგონა, რომელმაც მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.


სპორტსმენი 2023 წლის 20 იანვარს დააკავეს. სავარაუდო მსხვერპლის თქმით, 2022 წლის 30 დეკემბერს, ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში, ფეხბურთელმა იგი ტუალეტში ჩაკეტა, სადაც ჯერ სცემა და შემდეგ გააუპატიურა.

image

ალვეში საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ამ ქვეყნების ეროვნული თასები მოიგო. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მცველმა მოიგო ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, ასევე ორჯერ მოიგო ამერიკის თასი და კონფედერაციების თასი.


ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 39 წლის დანიელ ალვესი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად ითვლება: იყო ბაიას შტატის ჩემპიონი და ნორდესტაოს თასის ორგზის მფლობელი „ბაიას“ შემადგენლობაში.


ესპანეთის თასის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს თასის ორგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი „სევილიას“ შემადგენლობაში.


ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ოთხგზის, ესპანეთის სუპერთასის ოთხგზის, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის სამგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის მფლობელი და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული „ბარსელონას“ შემადგენლობაში. იტალიის ჩემპიონი და იტალიის თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის, საფრანგეთის ლიგის თასის და საფრანგეთის სუპერთასის ორგზის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. კოპა ამერიკის და ფიფა-ს კონფედერაციის თასის ორგზის მფლობელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

0
427
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0