x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დინამო თბილისი" - "ნაპოლის" შეხვედრების ისტორია
image

ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ქართველებისთვის ალბათ მშობლიური გუნდების შემდეგ ყველაზე საყვარელი გუნდი გახდა, იტალიური ნეაპოლის "ნაპოლი", თუ რატომ ეს ყველას კარგად მოეხსენება, იქ ხომ ჩვენი ვარსკვლავთბიჭუნა. ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, რომელიც დღე-დღეზე, შეიძლება უკვე იტალიის ჩემპიონი გახდეს და ამას ბევრი ჩვენი თანამემამულე ისევე იზეიმებს, როგორც ნეაპოლელები.


თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე "დინამო" ორჯერ შეხვდა "ნაპოლის", (ოთხი მატჩი)ორჯერვე მწვავე დაპირისიპირება გვქონდა და ორჯერვე უეფას თასზე და ორჯერვე 1/32 ფინალში.პირველად 1978-1979 წლების სეზონზე და მეორედ 1982/1983 წლების სეზონზე.


პირველი შეხვედრა თბილისში, 1978 წლის 13 სექტემბერს გაიმართა."დინამომ" "ნაპოლი" თითქმის ყველა რგოლში დაჯაბნა და საბოლოოდ 2:0 დაამარცხა, გოლები გაიტანეს ყიფიანმა (39წ.)და შენგელიამ(49წ)



გასვლითი მატჩი ორი კვირის შემდეგ გაიმართა "ნაპოლის" სტადიონზე(მარადონას სახელობის მოგვიანებით გახდა) "დინამო" იქაც იგებდა, ვიტალი დარასელიას 64-ე წუთზე გატანილი გოლით, თუმცა მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ჯუზეპე სავოლდიმ თერთმეტმეტრიანით გაქვითა ანგარიში, საბოლოოდ "დინამო "1/16 ფინალში გავიდა.


მეორედაც "დინამოს" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა კვლავ თბილისში, 1982 წლის 15 სექტემბერს გაიმართა, დინამომ 2:1 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა მრავალი მომენტი ვერ გამოიყენა, პირველი გოლი ნოდარ ხიზანიშვილმა გაიტანა მე-5 წუთზე, მე-19 წუთზე რამონ დიასმა შორეული დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 32-წუთზე ანდღულაძის პასის შემდეგ შენგელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა.


განმეორებითი მატჩი "დინამომ" 1:0 წააგო, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, "ნაპოლი" შემდეგ ეტაპზე გავიდა, თუმცა განმეორებით მატჩში მსაჯმა შეხვედრის ბედზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.


"დინამო" 1:0-ს აგებდა, როცა ალექსანდრე ჩივაძემ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და გოლი გაიტანა.თუმცა მსაჯმა რატომღაც არ ჩათვალა და ჯარიმა გაამეორებინა.

„დინამო“ „ნაპოლის“ საბოლოო სტატისტიკა ასეთია:"დინამომ"4 მატჩიდან 2 მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ხოლო ბურთების სხვაობითაც იტალიურ კლუბთან უპირატესობა გვაქვს – 5:3-ზე.

4
703
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
703
  
2023, 4 მაისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 29 აპრილი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4