x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ხვიჩა ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია" - აკა მორჩილაძე
image

როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს, რომლის სახელია „ხვიჩა. ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“, რომლის წინასიტყვაობა, როგორც ირკვევა მწერალ- აკა მორჩილაძეს ეკუთვნის:


"ჩემი წიგნის ("ხვიჩა. ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი") წინასიტყვიდან, რომელიც აკა მორჩილაძემ დაწერა:


"კი არ ვიცნობ, მარა ცხადია, ხვიჩა ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია და არც ფეხბურთელური ეშმაკობობებით იოლას გასვლაა მისი საქმე. არ იზამს ამას, არ არის მაგის კაცი: თორემ მოედანზე არტისტობას რა უნდა. არ იზამს, იმიტომ რომ ნამდვილი თამაშის, ნამდვილი გრძნობის, ნამდვილი უბრალოების ამბავს მისდევს და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია. პატიოსნებს ხვდებათ, მაგრამ პატიოსნები პატიოსნები არიან და დარტყმის მიღებას ადრიდანვე სწავლობენ.



ეს წიგნი, პირველი წიგნია ხვიჩა კვარცხელიას, მისი ოჯახის, მისი თამაშის შესახებ.


ასეა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს თავთავიანთი ფეხბურთი აქვთ. ყველას თავისი და განუმეორებელი. ის განთქმული, თუ გაცვეთილი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ჩვენ, ჩვენ ბავშვობიდან მოვდვართ და ყველას ჩვენი წილი ბავშვობის ფეხბურთი გვაქვს. გიორგი კეკელიძესაც აქვს თავისი ფეხბურთი:


საინტერესოდ დასანახი და მერე დახლართული საფეხბურთო გზებით გარდამავალი ამ დღევანდელ, ორიოდ წლის წინათ სრულად მოულოდნელ ამბავში: დღიდან დღემდე ნაპოლის თამაშების მოლოდინში.


თუმცა, ეს ცალკე ისტორიია. საუცხოო კი ის არის, რომ ფეხბურთი კვლავაც შეიძლება იყოს კარგი ფიქრების, საუცხოო წარმოსახვის, კეთილი ოცნებების, ნამდვილი განცდების მქნელი ადამიანის თავში და ამ შემთხვევაში, მიზეზი ხვიჩა კვარცხელიაა, რომელსაც ისე უნდა, ისე უყვარს და ისე შეუძლია, რომ შენ, მის მაყურებელს თავში არც მოგვცა, მისგან განსხვავებული იყო, თუნდაც იმ საათნახევრის განმავლობაში, როცა ჯადოსნურ რამეებს ელი და საჩუქარი არ აყოვნებს.


ამაზე უკეთესი კი, რა უნდა იყოს, როგორც იტყვიან, ამ ... როგორც არი. მთავარია, ეს გვაქვს", - წერს გიორგი კეკელიძე.

2
174
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
2023, 21 აპრილი, 10:27
უცნაური გადაწყვეტილება,თუმცა საქმე მისია და რაც უნდა ის დაწეროს. მოკლედ,ყველა ცდილობს ფული იშოვოს ხვიჩას სახელის გამოყენებით,ზოგი ვლოგებს იღებს და რომანოსთან პოზირებს,ზოგმა ავიაკომპანიის პიარი ააწყო მის სახელზე და ფრენები დანიშნა ნეაპოლში,ზოგმა უცნაური ხალხი გაგზავნა თამაშზე და თითქოს ცნობადობა გაზარდა,ზოგმა პრეზერვატივზე დაახატა,ზოგმა მამოები ჯიპებიდან ჩამოიყვანეს და თამაშზე გაუშვეს,ხოლო ეხლა,კეკელანთ ბიჭი წიგნს წერს,რაღაცას წაიბოდიალებს და ბრბოს აყიდინებს წიგნს. უამრავ ფეხბურთელზეა დაწერილი წიგნი,მაგრამ კარიერის ბოლოს და არა დასაწყისში. ეს თუ ტრ... თამაში არ არის,მაშინ რა ქვია ამას? დააცადე,იქნებ მეტს აღწევს ბიჭი და კარიერა დაუფასა მერე,რა საჭიროა ახლა? ან რა უნდა დაწეროს,როგორ უთხრეს უარი დინამოში და როგორ წავიდა ღრუსეთში,თუ ნაპოლიში პირველი სეზონი უნდა შეაფასოს? ფანატიზმი გამიგია,თუმცა ეს რაღაც სხვა სახის ფანატიზმია.
2023, 20 აპრილი, 22:55
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 2