x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხვიჩა კვარაცხელიას "ნიუ-იორკ თაიმსმა" ვრცელი სტატია მიუძღვნა
image

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ "ნიუ-იორკ თაიმსმა" ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მეორე ვრცელი სტატია მიუძღვნა, პირველად ამერიკული გამოცემა ხვიჩას შესახებ გასული წლის ოქტომბერში წერდა, 14 მარტს კი ხვიჩას შესახებ მეორე სტატია დაიდო, რომლის ავტორიც არის საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმიტი (Rory Smith), ეს ფაქტი იმით უფრო არის საამაყო, რომ ხვიჩაზე წერენ იმ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი ბევრად უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.



გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:




"ის არ იძლეოდა - ვიმეორებ: არ იძლეოდა მშვიდ დაპირებებს 21 წლის ასაკში ყაზანის "რუბინში" თამაშის დროს, უღიმღამო რუსული გუნდი, რომელიც ტრადიციულად ერთ-ერთ მეორეხარისხოვანად ითვლებოდა ევროპულ ტურნირებზე. ეს არ იყო ის გარემოება, როდესაც შეგიძლიათ შეიძინოთ მოთამაშე, რომელიც მაშინვე იქნება მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველი შემტევ ძალებს შორის.



არა და ზუსტად ასე მოხდა.


კვარაცხელია "ნაპოლიში" გასულ ზაფხულს 10 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი თანხის გადახდის შემდეგ ჩავიდა ბათუმის "დინამოდან", სამშობლოდან- საქართველოდან, ყაზანთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ. იტალიური მხარე, როგორც აღმოჩნდა, მას ორი წელი აკვირდებოდა


რამდენიმე თვის შემდეგ, მისი ახალი კლუბის გულშემატკივრებმა მას "კვარადონა"ან უფრო ერუდირებულად "კვარავაჯო" შეარქვეს. საქართველოში ერთმა კომპანიამ დაიწყო ჩარტერული ფრენების ორგანიზება ნეაპოლში "ნაპოლის" საშინაო თამაშებზე დასასწრებად, სადაც დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ყოველი შემოსვლისას სტადიონის ერთი პატარა კუთხე მონიშნული იყო საქართველოს დროშებით და მოიცავდა რამდენიმე ასეულ თანამემამულეს, რომელებიც კონკრეტულად მის სანახავად იყვნენ ჩასულები.


საშობაოდ მის აგენტს ხშირად უწევდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი "რეგულარულად იქექებოდა უძირო საფულეში, რათა გამოეძებნა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი, რაც დაერწმუნებინა "ნაპოლი" ენახათ ფინანსური მოგება პერპექტიულ ფენომენზე.


-დასაწყისი ისეთი მდორე იყო, რომ სიზმარში მეგონა თავი, - თქვა მან(კვარაცხელიამ). -მაგრამ რაღაც მომენტში, ადრეულ პერიოდში, მომიწია საკუთარი თავის აყვანა, შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რომ ეს არ იყო ოცნება, რომ ეს იყო რეალობა და საკუთარ თავში უნდა მეპოვა ძალა რომ ეს გადამეტანა”


ცხრა თვის შემდეგ კვარაცხელიას კვლავ არა აქვს ამომავალი სუპერვარსკვლავისთვის დამახასიათებელი გარეგნობა. თმა არეული აქვს: არა ხელოვნურად ან მიზანმიმართულად, არამედ შემთხვევით. წვერი სქელი აქვს, საკმარისად სქელი, რომ სხვა მეტსახელი, ჩე კვარა დაემატოს. ის ჰგავს ტანჯულ შეყვარებულ პოეტს ან მოუთმენელ სტუდენტ-პოლიტილოგს"

6
170
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
170
  
2023, 6 აპრილი, 21:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 31 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მარტი, 22:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მარტი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6