x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინაში მდინარე დნეპრზე გამოჩნდა ამერიკული სწრაფმავალი სამხედრო კატარღები "40 Defiant"
image
სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინას დარჩა მძლავრი სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომლის შემადგენლობაში იყო უზარმაზარი სადესანტო ხომალდები (ორმა მათგანმა უკრაინული გამანადგურებლების თანხლებით აგუძერადან ფოთამდე გადმოიყვანა ათასობით დევნილი აფხაზეთიდან ფოთამდე).


ასევე ერგოთ სწრაფმავალი სანაპირო დაცვის კატარღები, ასევე აირბალიშიანი სადესანტო ხომალდი "ზუბრი" თუმცა უკრაინის კორუმპირებულმა ხელისუფლებამ მოახერხა და რამდენიმე წლის მანძილზე მთელი ფლოტი გაანადგურა, გაანადგურა რა-გაყიდა და ფული გაინაწილა, საუბარია ასეულობითმილიონ დოლარზე.


რუსეთთან ომის დროს უკრაინა პრაქტიკულად საზღვაო ფლოტის გარეშე შეხვდა, რადგან ის პატარა კატარბი რომელიც ყავდა არსენალში რუსებმა აზოვის ზღვაში დააკავეს ეკიპაჟებთან ერთად, ეკიპაჟები გამოუშვეს, კატარღები კი დაიტოვეს.
ახლა კი მდინარე დნეპრზე გამოჩნდა სწრაფმავალი ამეიკული სამხედრო კატარღები "40 Defiant", რომლებსაც უკრაინული ეკიპაჟები ემსახურება.

კატარღბი მოდიფიკაციის მიხედვით ანვითარებენ 110 კმ/სთ სიჩქარემდე. საპატრულო კატარღებზე დამონტაჟებულია მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ავტომატური ყუმბარმტყორცნები და სწრაფმსროლელი ქვემეხებიც კი.



აღნიშნული სწრაფმავალი კატარღები ამერიკული კომპანიის "Metal Shark"-ის ნაწარმია და მათ ლუიზიანას შტატში ამზადებენ. კატარღების სიგრძე 13 მეტრს აღემატება. მას 6 ან 8 პლატფორმა აქვს სტაბილიზატორებით სხვადასხვა კალიბრის და სიმძლავრის საცეცხლე საშუალებების დასამონტაჟებლად.

აშშ-მ დაპირება შასრულა და უკრაინას დაპირებული კატარღები მიაწოდა სამივე მოდიფიკაციით. ერთერთი კატარღა 10 მეტრი სიგრძისაა, მეორე 11, 58 მეტრის და მესამე კი 13 მეტრზე მეტია.


სპეციალური ალუმინის შენადნობით დამზადებული კატარღები ორფენოვანია, ალუმინის ფენებს შორის ჩადგმულია სპეციალური ეგრეთ წოდებული ფარები, რომლებსაც ძალუძს შეაკავოს პირველი ფენის გახვრეტის შემდეგ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ჯავშანგამტანი ტყვიები, რომლის წყალობითაც კატარღა წყალზე ჩვეულებრივად აგრძელებს ცურვას, მისი სიძლიერე მის სისწრაფეშია. წარმოიდგინეთ მდინარეზე 110 კმ/სთ სიჩქარით მიმქროლავი კატარღა, რომელსაც საკმაოდ მძლავრი შეიარაღება აქვს და ასევე გააჩნის ღამით და ნისლში თავისუფლად ნავიგაციის საშუალება თუ როგორ რისხვად დაატყდება თავს რუსულ სწრაფმავალ კატარღებს, რომელთა სისწრაფე ბევრად ჩამოუვარდება ამერიკულ კატარღებს.

ასევე უკრაინული მხარის განცხადებით იგეგმება სწრაფმავალ კატარღებზე დამონტაჟდეს ამერიკული სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევი "M134 Minigun" რომლის სწრაფსროლას თუ გავითვალისწინებთ, ამ კატარღEბთან შემხვედრ რუსულ კატარღებს კარგი დღე ნაღდად არ დაადგება.

imageimage


0
283
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
283