x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თანამედროვეობის "კულიბინების" ნახელავი სამხედრო ტექნიკა, რომელიც სასაცილო განწყობაზე დაგაყენებთ

image
ომის დროს მოსულა გამოიყენო ყველა საშუალება რაც ისვრის ან რაც დაგიცავთ მოწინააღმდეგის ტყვიებისაგან, საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებისგან თუ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქცევის ცეცხლისგან.
ყველა ქვეყანას არა აქვს ფუფუნება იყოლიოს თანამედროვე მძიმე ტექნიკა, იქნება ეს ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, დაჯავშნული მანქანები თუ მედესანტეთა საბრძოლო მანქანები.

მით უფრო როცა საუბარია ამბოხებულების შეიარაღებაზე, რომლებსაც არც კი ჭირდებათ რეალურად მძიმე ტექნიკა, რადგან არც მისთვის საჭირო საბრძოლო მასალა გააჩნიათ და არც სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც ბრძოლისას მუდმივად საჭიროებს სამხედრო ტექნიკა.
ალაფის სახით ხელში ჩავარდნილ ტექნიკას კი ბუნებრივია თუნდაც სრულად დაკომპლექტებულს, საბრძოლო მასალა ელევა და ასეთ დროს ტექნიკა ხდება მოძრავი, უსარგებლო რკინის კოლოფი რომლის აფეთქება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

ამიტომაც ამბოხებულები და ხშირად სამთავრობო ჯარებიც კი მიმართავენ გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის მარტივად პოვნის ხერხებს, მძიმე სატვირთო მანქანებს, ბილდოზერებს თუ ჯიპებს გარს აკრავენ ფოლადის ფურცლებს, რომლებსაც ამბრაზურას უკეთებენ ცეცხლის წარმოებისათვის, მართალია ასე დამძიმებული სატრანსპორტო საშუალება ვერც მობილურობით დაიკვეხნის და ვერც დიდი ხნის ბრძოლისუნარიანობით, მაგრამ გარკვეული საბრძოლო ამოცანის შსრულება ნამდვილად შეუძლია.

საინტერესო იდეაა ალბათ, სატვირთო მანქანის ძარის ფსკერზე დაამონტაჟო უმართავი, რეაქტიული რაკეტების გამშვები, თუნდაც ასეთი.

image
უმართავი რაკეტები დიდი სიზუსტით არც ქარხნულად დამზადებულ რეაქტიული, ზალპური ცეცხლის სისტემებიდან გაშვებისას გამოირჩევა, მაგრამ ზალპის შედეგად მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და მსუბუქად შეჯავშნულ ტექნიკას ნამდვილად დააზარალებს.
გთავაზობთ თანამედროვე "კულიბინების" მიერ კუსტარულად დამზადებულ ტექნიკას, მათ შორის "ნაღმსატყორცსნს" რომელიც აირით სავსე ბალონს ისვრის, დაცემისას კი უმართავ რაკეტაზე ნაკლეფი ეფექტი არა აქვს აფეთქებისას.

image
უყურებ ამ სურათებს და გგონია, რომ თავის დროზე გახმაურებულ ფილმს "შეშლილი მაქსი" უყურებ.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















0
166
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
166