x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ადრე თუ მომლოცველები მექადან მედინაში 450 კმ-ს ფეხით გადიოდნენ, ახლა 300 კმ/სთ-იანი სისწრაფის მატარებლით მგზავრობენ

ჰარამაინის რკინიგზის სადგური



ეს მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი საუდის არაბეთში ორ წმინდა ქალაქს მექასა და მედინას აკავშირებს. მისი მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა. ის ცბნობილია, როგორც დასავლეთის რკინიგზა, ან მექა-მედინას ჩქაროსნული რკინიგზა.



ჰარამეინის რკინიგზის სადგური




მატარებელი ყოველდღიურად 300 კმ/სთ-ში სისწრაფით დადის და ერთი ქალიქიდან მეორეში გადაჰყავს მომლოცველები და არამარტო მომლოცველები.



თითოეულ მატარებელს აქვს 417 ადგილი, მათგან -113 ბიზნეს კლასის, ხოლო 304 - ეკონომ კლასის.


სადგურის მშენებლობა 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.




მატარებლის მარშრუტს 5 სადგური აქვს:




1. ქალაქ მექას სადგური


მექას მატარებლის სადგური



მდებარეობს არ-რუსაიფაჰის რაიონში.


ჰარამაინის მატარებლის სადგურის არქიტექტურული დიზაინი შთაგონებულია ისლამური არქიტექტურით. ამოტვიფრულია ოქროს ისლამური ნიმუშებით, ალ-ქააბას კისვას (ქააბას შავი ქვის გადასაფარებელი) მსგავსი.





2. ალ-სულეიმანის სადგური ქალაქ ჯიდაში


ალ-სულეიმანის სადგური



მდებარეობს An Nassim-ის რაიონში, მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კმ-ის დაშორებით.


ჯიდა ასევე ცნობილია, როგორც წითელი ზღვის ''პატარძალი''. იგი მდებარეობს წითელი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს შუაგულში და მიიჩნევა საუდის არაბეთის ტურიზმის დედაქალაქად, რომელიც უპრეცედენტო ზრდას განიცდის.


სწორედ ამ ქალაქის შთაგონებითაა ჰარამაინის მატარებლის სადგურის არქიტექტურულ დიზაინში გამოყენეული ვერცხლისფერი ფერი, რომელიც წითელ ზღვაზე მზის სხივის ანარეკლის იმიტაციას წარმოადგენს.




3. აეროპორტის სადგური ქალაქ ჯიდაში


ჰარამაინის რკინიგზის სადგურის აბდულაზიზის აეროპორტის სადგური

ეს სადგური ინტეგრირებულია აბდულაზიზის აეროპორტის ტერიტორიაზე.


რკინიგზის სადგური შედგება სატრანსპორტო ჰაბისგან, რომელიც აკავშირებს ახალ ტერმინალს ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელებით, ავტობუსებით, შატლებით, ტაქსით და ავტოსადგომით.


სადგური შექმნილია მოგზაურთა დიდი ნაკადისთვის, ის განსაკუთრებით გათვლილია ჰაჯისა და რამაზის სეზონებზე მილიონობით მგზავრის მისაღებად, უმაღლესი დონის მომსახურებით.




4. მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის სადგური (King Abdullah Economic City (KAEC))


KAEC-ს სადგური


KAEC სარკინიგზო სადგური მდებარეობს მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის ჰეჯაზის კარიბჭესთან.




5. მედინას სადგური


მედინას სადგური


მედინას რკინიგზის სადგური მდებარეობს ალ ჰადრას რაიონში.


მედინას სადგურის დიზაინი შთაგონებულია მუჰამედ წინასწარმეტყველის მეჩეთის ფერებით, ნათელი მწვანე ჩრდილებით.






3
333
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
333
  
2023, 29 აპრილი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 აპრილი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3