x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71804
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
”ზუსტად ვიცი, იტირებდა სიხარულისგან...” - პაპის მარანი, რომელიც შვილიშვილებმა გააცოცხლეს და ტურისტულ ობიექტად აქციეს

image

თიკა დუღაშვილი პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნეა. ცოტა ხნის წინ, 10-წლიანი ჟურნალისტობის შემდეგ, მოულოდნელად საქმიანობის სფერო შეიცვალა - თავის დიდ ოჯახთან - დებთან და ძმასთან ერთად პაპის ძველი მარანი გააცოცხლა და ტურისტულ ობიექტად აქცია. ახალგაზრდებს დიდი იმედი აქვთ, რომ მათი წამოწყება გაამართლებს მოლოდინს და პაპის ძველ მარანში ტრადიცია არ შეწყდება.

image

- როგორ გაჩნდა მარნის “გაცოცხლების’’ და ბიზნესსაქმიანობად გამოყენების იდეა?
- იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, Erassmus-ის პროექტის ფარგლებში ვცხოვრობდი ჰოლანდიაში. ეს მართლაც უნიკალური პოექტია, რომელიც კულტურათა გაცვლას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ვმუშაობდი ჰოლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელში, მქონდა საკმაო დრო, რომ უკეთ გამეცნო ეს ქვეყანა. ჩავილაგებდი საგზალს და ჩემი ველოსიპედით ვსტუმრობდი პატარა ქალაქებს. უამრავი მეგობარი შევიძინე. ხშირად მეპატიჟებოდნენ სახლში და ადგილობრივი კერძებით, ტკბილეულით მიმასპინძლდებოდნენ. ვხვდებოდი მეთევზეებს, მხატვრებს, მათზე ვწერდი და ვაქვეყნებდი ჟურნალებში. მოკლედ, ეს იყო სულ სხვა თვალით დანახული ჰოლანდია და ცხოვრების წესი, განსხვავებული, პოპულარული "Red light district"-ისგან. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ისეთი ტურისტული ობიექტი, რომელიც ჩვენს რეალურ ყოფაცხოვრებას ასახავს, ეს ხომ უფრო საინტერესოა?!
საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემი იდეა ოჯახს გავუმხილე. საბედნიეროდ, ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი ( 2 და მყავს და 1 ძმა), ერთ მუშტად შეკრული, რომელსაც ერთად ყველაფრის კეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დამთანხმდნენ იხილეთ მეტი

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0