x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94748
  • ვიდეო:342544
  • სურათი:456758
თაჯ-მაჰალი - ქვაში გაცოცხლებული მარადიული სიყვარული

თაჯ-მაჰალი, თეთრი მარმარილოს მავზოლეუმია ინდოეთში,
რომელიც 1632-1653 წლებში აშენდა მოგოლთა იმპერატორის, შაჰ-ჯაჰანის მიერ თავისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.

თაჯ-მაჰალი სამხრეთ აზიის რეგიონში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ აგრაში მდებარეობს. იგი აღმართულია მდინარე იამუნას დაბლობში.

ინდოეთის რუკა



თაჯ-მაჰალის მდებარეობა ქ. აგრას რუკაზე















ისტორიული წყაროების მიხედვით, თაჯ-მაჰალი, შაჰ-ჯაჰანმა მიუძღვნა თავის მეუღლეს - მუმთაზ მაჰალს, რომელიც 1631 წელს მე-14 შვილის, გაუჰარა ბეგუმის მშობიარობას გადაყვა. მავზოლეუმის მშენებლობა 1632 წელს დაიწყო. აღნიშნული მავზოლეუმი უნდა ყოფილიყო შაჰ-ჯაჰანის, უზარმაზი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება ცოლისადმი.

შაჰ-ჯაჰანი და მუმთაზ მაჰალი

თაჯ-მაჰალი მიჩნეულია მოგოლთა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. იგი ფართოდ არის აღიარებული, როგორც მუსლიმური ხელოვნების "მარგალიტი" ინდოეთში და ერთ-ერთი საყოველთაოდ აღმაფრთოვანებელი შედევრი მსოფლიო საგანძურისა. ამ სტილში გაერთიანებულია სპარსული, ოტომანურ თურქული და ინდური არქიტექტურის ელემენტები. თაჯ-მაჰალი 20 წელი შენდებოდა, მასზე მუშაობდა 20 000-ზე მეტი მუშა. ძვირფასი ქვები და ძვირადღირებული საშენი მასალა ჩამოჰქონდათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ჩინეთიდან, ბაღდადიდან, რუსეთიდან, სიამიდან.

პროექტი თავად შაჰს ეკუთვნოდა. ხუროთმოძღვრები მოწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან, ინდოეთიდან.

თაჯ-მაჰალი

თაჯ-მაჰალი

არსებობს თქმულება, რომ მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ- ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. ახალი მავზოლეუმი თაჯ-მაჰალის იდენტური უნდა ყოფილიყო და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით უნდა დაკავშირებოდა. თუმცა, შაჰ-ჯაჰანს საკუთარი შვილი, აურანგზები აუჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო სანამ მავზოლეუმი აშენდებოდა. ასე და ამგვარად შაჰის ოცნება რეალობად ვეღარ იქცა...


ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სიმაღლე 74 მეტრს აღწევს, სიგანე კი - 56. დიდი გუმბათის დიამეტრი 17 მეტრია. კუთხეებში 4 მინარეთია აღმართული. კედლები თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული. სრულყოფილი ფორმების თაჯ-მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებით – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. თაჯ-მაჰალი ულამაზესი ინტერიერითაც გამოირჩევა, რითაც ასევე ათასობით მნახველს აოცებს.

თაჯ-მაჰალის ინტერიერი

თაჯ-მაჰალის ინტერიერი










თაჯ-მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღია გაშენებული ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია.

თაჯ-მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია
წითელი აგურით ნაგები მეჩეთი და თაჯ-მაჰალში შესასვლელი გრანდიოზული ჭიშკარი.

თაჯ-მაჰალის ბაღი

თაჯ-მაჰალის ჭიშკარი










თაჯ-მაჰალის მეჩეთი

თაჯ-მაჰალი დიდი რაოდენობით ტურისტს იზიდავს ყოველწლიურად. უნესკოს სტატისტიკით, 2001 წელს, 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია ამ ატრაქციას. ტურისტების ძირითადი ნაწილი თაჯ-მაჰალს მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ, თუმცა საკმაოდ დიდია ევროპელი და ამერიკელი ტურისტების ხვედრითი წილიც. ტურისტები აქ ძირითადად ოქტომბრის თებერვლისა და ნოემბრის გრილ თვეებში ჩამოდიან. იმის გამო რომ, გარემო აგრაში საკმაოდ დაბინძურებულია, ინდოეთის მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა და ისტორიული მონუმენტის სიახლოვეს მხოლოდ ელექტრო მანქანებით ან ფეხით არის გადაადგილება შესაძლებელი.


აღსანიშნავია, რომ 1983 წლიდან თაჯ-მაჰალი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი, 2007 წლიდან კი თანამედროვე მსოფლიო საოცრების ტიტული მიენიჭა და იგი ამ 7 საოცრებიდან ერთ-ერთია.


ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც შეუდარებელი და აღმაფრთოვანებელია ეს ნაგებობა, და არანაკლებ საინტერესო და მომხიბლავია მისი შექმნის ისტორია, განსაკუთრებით იმ ადამიანთათვის ვისაც სჯერა ნამდვილი, მარადიული სიყვარულის... ჩემი აზრით, თაჯ-მაჰალი, ერთ-ერთია იმ ბუნებრივ, ისტორიულ თუ კულტურულ ძეგლთაგანი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ! ყველას გისურვებთ ამ ენით აღუწერელი სილამაზის, საკუთარი თვალით ნახვას!



ავტორი: თამარ თოდუა


ლიტერატურა:


http://en.wikipedia.org/wiki/Taj_Mahal

1
1958
4-ს მოსწონს
ავტორი:თაკო თოდუა
თაკო თოდუა
1958
  
2013, 3 მარტი, 0:02
ისღა გვაკლია ჩვენი თვალით ვიხილოთ რა:)
0 1 1