x
მეტი
  • 23.04.2018
  • სტატია:76331
  • ვიდეო:328977
  • სურათი:432519
,,გასცდი საზღვრებს"

image


იღვიძებ გაჰყურებ ჰორინზონტს,

ეძებ სიახლეს და თავგადასავალს.

გასცდი საზღვრებს და გასცდი ჰორიზონტს,

მოგზაურობა, თავგადასავალს გიჩვენებს მრავალს!



მივუყვები ტურისტულ ბილიკს და ვფიქრობ რა მშვენიერია უსასრულო ჰორიზონტი. ამ, დროს იმსხვრევა წარმოსახვითი და გონებრივი საზღვრები – იკარგები უსასრულობაში, ისადგურებს ახალი ემოციები, ახალი შთაბეჭდილებები.

მაშ, ასე გავცდი საქართველოს საზღვარს და ბელგიაში ვარ, აქ უკვე გრძელდება მოგზაურობის შემდეგი აკორდები, რომელიც გერმანიაში დაიწყო, ვგრძნობ სიახლისადმი გამძაფრებული ცნობისმოყვარეობას. გერმანიის ტურისტული ადგილების ნახვის შემდეგ ბელგია ახალი შთაბეჭდილებების საწყისია, ისევე როგორც ლუქსემბურგი თავისი სამეფო ბრწყინვალებით. მარშუტი ასეთია: გერმანია-ბელგია-ლუქსემბურგი, მოგზაურობის დროს თითოეული დეტალი ყურადღებას იქცევს, მიუხედავად დიდი შთაბეჭდილებებისა და იმის მცდელობისა, რომ თითოეული წუთი რელაქსაციისთვის გამოვიყენო ბუნების წიაღში, მაინც გონებაში ვიწყებ პარალელების გავლებას საქართველოსთან, საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებთან, თითქოს არც მიკვირს სხვა ქვეყნის ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურა, საოცარი ბუნება და ისტორიული ადგილები. საქართველოშიც ხომ ბევრი კარგი ტურისტული ადგილი გვაქვს კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურით და მაინც ერთ ზოგად განსხვავებას ვხედავ, ჩვენ, ქართველები ხელოვნურობისკენ და თანამედროვეობისკენ მივისწრაფით ეს იქნება მინის შენობები თუ სხვა, რაც ბუნებრივია ძალიან მომწონს და ახალ სიცოცხლეს სძენს ქართულ ტურისტულ გარემოს, თუმცა ტურისტული ინდივიდუალიზმის წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია ძველი ქართული ფოლკლორის წინ წამოწევა, რომელიც ძალიან მდიდარი და ინდივიდუალურია.

ევროპაში თითქოს პირვენდელ საწყისებს უბრუნდებიან, გერმანიის ტურისტული ადგილები ხასიათდება ძველი ტრადიციული ფოლკლორით. ვათვალიერებ გერმანიის ძველ ქალაქებს, რომელთაც მაქსიმალური სიზუსტით აქვთ შენარჩუნებული ძველი იერსახე და აქ სიამაყით მახსენდება ძველი თბილისი და გოგირდის აბანოები.

ბელგიის ტურისტული ბილიკი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ხის მასალისგან გაკეთებილი ე.წ. ჭაობიან ადგილზე, სადაც უფრო მოსახერხებელი და გამძლე რკინა-ბეტონი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ჩემთვის როგორც მოგზაურისთვის, უფრო შთამბეჭდავი ის ბუნებრვი მასალა იყო, რომელიც ჰარმონიაში იყო ბუნებასთან, ლანდშაფტთან და ულამაზეს ჰორიზონტთან.

ვაგრძელებ გზას ლუქსემბურგისკენ, იმ სახელმწიფოსკენ, რომელიც თავისი პატარა ტერიტორიით და ძლიერი ეკონომიკით გამორჩეულია სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან. ლუქსემბურგში გერმანიის საზღვართან მდებარეობს ერთერთი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე რაინის დასავლეთში – ვიანდენი (ლუქს.- Buerg Veianen, გერმ.- Burg Vianden), რომელის აგებაც X საუკუნით თარიღდება. ციხე-სიმაგრის დათვალიერება დიდი ემოციის მომტანი იყო ჩემთვის, როგორც ტურისტისთვის და ასევე როგორც ისტორიკოსითვის, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ციხე-სიმაგრე დიდი ისტორიის მატარებელი იყო და მრავალი ნგრევა-მშენებლობა უნდა გადაეტანა, დღეს მაინც ამაყად დგას და უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ვიანდენის ფონზე მახსენდება საქართველოს მრავალ ციხე-სიმაგრე და ნოსტალგია მათკენ მიბიძგებს.

მოგზაურობის დროს ყველა ემოცია, ყველა შთაბეჭდილება უსაზღვროა, თუმცა ყოველი სიახლის აღმოჩენისას ვიწყებ პარალელებს გავლებას საქართველოსთან. საქართველოში დაბრუნებულს კი ფიქრი ამეკვიატა, იმ საკურორტო ზონაზე სადაც თავად ვცხოვრობ, საზღვარგარეთ თუ მეტ-ნაკლებად საინტერესოს ძალიან საინტერსოდ აქცევენ ხოლმე, ჩემს სოფელშიც (სოფელი მზეთამზე, რომელიც მდებარეობს ბორჯომის რაიონში), რომელიც ულამაზესი ბუნებით და ბუნებრივი მინერალური წყლებით ხასიათდება, ხომ შეიძლება იყოს ტურისტული ბილიკი რომელიც ტყეში გაივლის და ბუნებრივ მინერალურ წყლამდე მივა. იმ, მინერალურ წყლამდე, რომელიც სამკურნალო თვისებების მქონეა თუმცა მისი ადგილმდებარეობის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის და ასევე, აღსანიშნავია, რომ ბილიკის დაკავშირება შესაძლებელია კურორტ წაღვერის ტურისტულ ბილიკთან და წაღვერის მინერალურ წყლებთან.

მოგზაურობა, საუკეთესო რამეა თუ ეძებ სიახლეების, თავგადასავალს ან უბრალოდ გინდა განტვირთვა და რელაქსაცია. მოგზაურობა ასევე, ახალი იდეეების საწყისი და ღირებულებების, ტარდიციების გადაფასება-დაფასების ქვაკუთხედია.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:Kate ქეით
Kate ქეით
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0